უელსის პრინცესა საოცრად იცვამდა, არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა, რაც აისახებოდა არა მხოლოდ მის ჩაცმულობაზე, არამედ მისი სახლის ინტერიერზეც.
ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე კენსიგტონის სასახლე რამდენიმე ასწლიან ისტორიას ითვლის. ის 1605 წელ აშენდა, როგორც გრაფ ნოტინგემის სახლი. პრინცესა დიანას საკუთრებაში სასახლე 1981 წელს გადავიდა, როდესაც ის ჩარლზის მეუღლე გახდა. ეს ახალდაქორწინებულების მთავარი რეზიდენცია გახლდათ.
სასტუმრო ოთახი
ამ ოთახის მთავარი ღირსება ფლამანდიური გობელენია. ოთახი მწვანე-ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი. აქ არის მოოქროვილი ნივთებიც, მაგალითად, გობელენის ჩარჩო, პატარა მაგიდა, დივანი და სავარძელი.
ელეგანტური დივანი სხვადასხვა ფერის
ბალიშებითაა დამშვენებული. ოთახში არის ასევე საუცხოო ხალიჩა.
კაბინეტი
ამ სამუშაო ადგილას უფრო ვარდისფერი გამა ჭარბობს. ოთახს ოჯახური ფოტოები ამშვენებს. კაბინეტში შეგხვდებათ მკაცრი ელემენტები, მაგალითად კარადა, სადაც პრინცესა წიგნებს ინახავდა.
სასადილო ოთახი
ბორდოსფერი ფარდები ოთახს განუმეორებელ, კეთილშობილურ ელფერს ანიჭებს. ამ სივრცეში უპირატესობა მუქ ფერებს ენიჭება.
ბავშვის ოთახი
მთელი ზედა სართული ბავშვებს ეთმობოდათ, მათთვის შეარჩიეს თეთრი, წითელი და მწვანე ფერები.
ამჟამად სასახლე პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ეკუთვნით. მას სამეფო საერთო საცხოვრებელს უწოდებენ, ის ხონ უინძორების ოჯახის ცამეტი ადამიანის რეზიდენციაა. სასახლის ნაწილი მუზეუმად იქცა, სადაც რეგულარულად ტარდება ექსკურსიები.