შვედი მომღერალი საინებო სეი ბავშვობიდან ისეთ სახლში ცხოვრებაზე ოცნებებოდა, რომელიც მის შინაგან სამყაროსთან იქნებოდა ახლოს. როგორც იქნა, ოცნება აიხდინა, როდესაც სტოკჰოლმის არტისტულ რაიონში, სედერმალმში, ეს სახლი იპოვა და ხასხასა ფერებში გადაღება. მოდით, ვესტუმროთ.
პატარა სეინაბო გიჟდებოდა ინტერიერზე შოუების ყურებაზე, შეიძლება ითქვას, რომ შეპყრობილი იყო მსგავსი გადაცემებით.
- ასეთ გადაცემებს ვეთაყვანებოდი, ვუყურებდი და ვოცნებობდი, მე ხომ სულ პატარა, ორსაძინებლიან სახლში გავიზარდე, სადაც ხუთი ადამიანი ვცხოვრობდით. მართალია, სიმყუდროვე არ მაკლდა, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, თავს არც ისე კომფორტულად ვგრძნობდი. გადაცემის გავლენით უნიტაზიც
კი შევაკეთე და მეორად ნივთებში სახლისთვის ნივთები შევიძინე ჩვენი ინტერიერის გასალამაზებლად, თუმცა მალე მივხვდი, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ეს უბრალოდ არ აინტერესებდათ, - იხსენებს მომღერალი.
მის ახალ სახლში კი ფანჯრებიდან მზე უხვად იფრქვევა, მაღალი ჭერის წყალობით კი სივრცე უფრო მეტი ჩანს, ვიდრე რეალურად არის. როდესაც სეუნაბომ ეს სახლი შეიძინა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცნობილ უბანში, აქ იყო საძინებელი და აბაზანა, თუმცა არ იყო სრულფასოვანი სამზარეულო. ყველაფრის გადაკეთება და მისთვის საყვარელ ფერებში გადაღებვა მოუწია.
მაგრამ ეს მოხდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, კარგა ხანი მომღერალი თითქმის სამზარეულოს გარეშე ცხოვრობდა, გასტროლებზე დადიოდა და რემონტის გაკეთების დრო ფიზიკურად არ ჰქონდა.
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება, ამაზე უარის თქმა მომიწია, ამის დრო და საშუალება არ მქონდა, მივხვდი, რომ სამზარეულოს გარეშე ცხოვრებაზე საშინელი არაფერი არსებობდა. შეიძლება ითქვას, პანდემიამ მიშველა. უსაქმურად ჯდომა არაფრით შემიძლია და გადავწყვიტე, რემონტი დამეწყო. პირველი, რაც გავაკეთე, სამზარეულო იყო, რომ მასში ფუსფუსი მომეხერხებინა.
ამის შემდეგ უნდა მეფიქრა შესანახ სისტემებზე, პრობლემა მქონდა ნივთების შენახვასთან დაკავშირებით და სახლში სრული ქაოსი იყო, ეს პრობლემაც მოვაგვარე, - იხსენებს ქალბატონი.
კედლების ფერების შერჩევაში მეგობრები დაეხმარნენ და საბოლოოდ საოცარი შედეგიც მიიღო. ამ სახლში ცხოვრება ალბათ, მართაც ერთი სიამოვნებაა.