კრიშტიანუ რონალდუ ცოლ-შვილთან ერთად დუბაის ამ სასტუმროში იცხოვრებს და თვეში 300 ათას დოლარს გადაიხდის - დაათვალიერეთ

როგორ ცნობილია, ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ კონტრაქტი გააფორმა კლუბ ალ-ნასრისთან და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საუდის არაბეთში გაემგზავრა. ოჯახი 99-სართულიან ცათამბჯენში დაბინავდა. ეს გახლავთ ელიტური სასტუმრო, რომელშიც ფეხბურთელი 17 ნომერს იღებს და თვეში 300 ათას აშშ დოლარს იხდის. მოდით ვნახოთ, რითი გამოირჩევა ეს სამეფო აპარტამენტები, რა არის აქ განსაკუთრებული.



ერ რიადის და საუდის არაბეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა


შთამბეჭდავი მაღალსართულიანი სამეფო ცენტრის კოშკი ერ რიადის ცენტრში მდებარეობს, მიწაზე, რომელიც 1990 წლიდან პრინც ალ-ვალიდ იბნ ტალალ ალ-საუდს (საუდის არაბეთის მეექვსე მეფის ძმისშვილის)
საკუთრებაა.

სწორედ მისი ბრძანებით აშენდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მაღალი ცათამბჯენი (2022 წლის მონაცემებით უკვე მე-5), რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ცნობად ღირსშესანიშნაობად იქცა.

მისი მშენებლობა მინეაპოლისიდან ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი არქიტექტურული, საინჟინრო, საპროექტო და სამშენებლო ფირმის და ადგილობრივი არქიტექტურული კომპანიის სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით განხორციელდა, რომელშიც თავად პრინციც აქტიურად იყო ჩართული. მაღალსართულიანი შენობა ექსპლუატაციაში 2002 წელს შვიდა და მას შემდეგ ერ რიადის ჰორიზონტს 99 სართულიანი ცათამბჯენი ამშვენებს, რომლის სიმაღლე 302,3 მ-ია. შენობის საერთო ფართობი 600 ათას კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

გიგანტურ შენობაზე საუბრის დროს, გარდა თვალწარმტაცი არქიტექტურული ფორმებისა და უნიკალური ტექნიკური მახასიათებლებისა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ცათამბჯენის თავზე მდებარე 65 მეტრიანი "საჰაერო" ხიდი და ასევე ყველაზე მაღალი მეჩეთი მსოფლიოში (183 მეტრი ზღვის დონიდან სამეფო კოშკის 77-ე სართულზე).



გარდა ამისა, კოშკში განთავსებულია სავაჭრო ცენტრი ელიტური საზოგადოებისთვის, უმდიდრესი საერთაშორისო კომპანიებისა და კორპორაციების ოფისები, საუდის არაბეთის კომერციული ბაზარი, რომელიც ერთდროულად 3 სართულს იკავებს, საკონფერენციო დარბაზები, კინოთეატრი, საგამოფენო სივრცეები, რამდენიმე რესტორანი საერთაშორისო სამზარეულოთი. მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების ბუტიკები, გასართობი ზონები, გარე აუზი, საცეკვაო და სპორტული დარბაზები.

კოშკში განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები, თითოეული რვა რეზიდენციისგან შდგება (8,2 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობით), ასევე სასტუმრო, რომელიც მოიცავს 197 ნომერს და 52 ლუქსს, რომელთაგან ერთ-ერთს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიშტიანუ რონალდუ ქირაობს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი გახლავთ. ის 5 შვილის მამაა. 

რაც შეეხება ამ საოცარი სასტუმროს ნომრებს, იმის გათვალისწინებით, რომ ცათამბჯენი პრინცის ბრძანებით აშენდა და ელიტურ ბიზნეს ცენტრს, საცხოვრებელსა და სასტუმროს აერთიანებს, გასაკვირი არ არის, რომ მას სამეფო ოჯახების წარმომადგენლები და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სტუმრობენ. აქ აღმოსავლური სტუმართმოყვარეობა ჰარმონიულად ერწყმის დახვეწილ ატმოსფეროს, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ და გამორჩეულ სტუმრებსაც კი დააკმაყოფილებს. 249 ნომერი, მათ შორის პრემიუმ ოთახები, სამეფო და საპრეზიდენტო ლუქსი, თანამედროვე დიზაინის ინტერიერით, იდეალურია საქმიანი ადამიანების დასვენებისა და მოგზაურობისთვის.


თითოეულ ოთახს აქვს საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები, კეთილმოწყობილი, მდიდრული მარმარილოს სველი წერტილები და უზარმაზარი ფანჯრები, რომლიდანაც საოცარი ხედები იშლება. კომფორტული ნომრებისა და ლუქსის გარდა, სტუმრებს აქვთ 24-საათიანი წვდომა ლაუნჯის ზონებთან, მსოფლიო დონის საცურაო აუზთან, ფიტნეს ცენტრთან, სპა და ჩოგბურთის კორტებთანაც კი. რესტორნები სტუმრებს ყველაზე პოპულარულ, ასევე და ეგზოტიკურ სამზარეულოებს სთავაზობენ.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 22 ნოემბერს 37 წლის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედმა კონტრაქტი შეუწყვიტა (სკანდალური ინტერვიუს გამო, რომელშიც ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობა ღალატში დაადანაშაულა). თუმცა ფეხბურთელი უსაქმოდ დიდხანს არ დარჩენილა, 2022 წლის 31 დეკემბერს საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბმა ალ-ნასრიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას (2,5 წლით) ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამოჩენილ ბომბარდირთან შესათავაზა რა შთამბეჭდავი ხელფასი წელიწადში 200 მილიონი დოლარის ოდენობით.
მსოფლიო ვარსკვლავი უკვე გადავიდა საცხოვრებლად ახალ ქვეყანაში. იგი მონაწილეობას მიიღებს ყველა ჩემპიონატსა და ამხანაგურ მატჩში.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები