ამ ცნობილი ადამიანების უძრავი ქონება მართლაც გამოირჩევა მათი კოლეგების სახლებისგან.
ცნობილი ადამიანების სახლები ხშირად იქცევს ყურადღებას განსაკუთრებული არქიტექტურით, თანამედროვე დიზაინითა და ასტრონომიული ფასებით. აქ საქმე მხოლოდ უზარმაზარ ჰონორარებთან არ გვაქვს, რაც მათ უძრავი ქონების პლანეტის ნებისმიერ წერტილში შეძენის საშუალებას აძლევს. საქმე ის გახლავთ, რომ ისინი ძალიან შემოქმედებითი ნატურები არიან და მათი საცხოვრებელიც მათ შინაგან გაწყობასა და მისწრაფებებს გამოხატავს.
მეგან მარკლის მწვანე სამეფო
რთულია სხვა რამ უწოდო სასექსების ჰერცოგების სახლს. ეს უჩვეულო შენობა ქ. მონსესიტოშია, სანატა-ბარბარას მახლობლად. სახლი 2003 წელს აშენდა,
მეგანმა პრინცმა ჰარიმ კი ის 15 მლნ. დოლარად შეიძინეს.
სახლის ტერიტორიაზე ასევე არის სახლი სტუმრებისთვის, ჩოგბურთის დიდი კორტი, აუზი, სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. თავად სახლში არის 9 საძინებელი და 16 აბაზანა. სახლის ფასადი სულ მწვანე მცენარეებით არის დაფარული.
რობერტ პატინსონის სოფლის სახლი ტბის სანაპიროზე
ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა ვარსკვლავმა და ახალგაზრდების ნამდვილმა კერპმა გადაწყვიტა, ჰოლივუდიდან შორს არ წასულიყო და სახლი ლოს-ანჯელესის მახლობლად შეარჩია, ტბასთან ახლოს, სადაც ქალაქის ხმაურო ვერ აღწევს.
მიუხედავად სახლის შთამბეჭდავი გაბარიტებისა მასში სულ 3 საძინებელია, თუმცა ცალკე, მიშენების სახით აქვს სახლი სტუმრებისთვის. თავად საცხოვრებელი კი კინემატოგრაფიულ ტრაქტირს მოგაგონებთ. სასტუმრო ოთახში თავს დიდი სასადილო მაგიდა იწონებს.
ბრედ პიტის პენტჰაუსი ლონდონში
ეს მსახიობი ფუფუნებისადმი სწრაფვით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა უძრავ ქონებას ჟურნალისტებს ყოველთვის როდი ათვალიერებინებს ხოლმე. თუმცა მისი ეს ყველაზე არაორდინარული შენობა ჟურნალისტებისთვის მაინც ხელმისაწვდომი გახდა.
ეს 2-სართულიანი პენტჰაუსი გახლავთ თავისი დიდი, საოცრად გამწვანებული ტერასით, სადაც მცენარეები კედლებზეც კი იზრდება. რაც შეეხება ინტერიერს, მინიმალისტური და ელეგანტურია. თითოეული ნივთის ფასი თითქმის თავად სახლის ფასის ტოლია. სახლს აქვს უძვირფასესი შავი ხის სამზარეულო კინოთეატრი, უზარმაზარი აბაზანა და ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოტანილი უძვირფასესი დეკორის ელემენტები.
უილ სმიტის თიხის სახლი
უილ სმიტის თიხის სახლი მალიბუში ცალკე ყურადღების თემაა. ჩანაფიქრი ისეთი იყო, რომ სახლი ძველი ეგვიპტური შენობის სტილის უნდა ყოფილიყო. უნდა ითქვას, რომ არქიტექტორებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს.
სახლში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის უძვირფასესი ტექნიკა და აფრიკული დეკორი. აქ ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ხაზი გაესვას უნიკალურ დიზაინსა და ბუნებრივ მასალებს.
ფილიპ კირკოროვის სასახლე
სახლი იტალიურ ნეოკლასიკურ სტილშია გაფორმებული. აქვს საკუთარი ლიფტიც კი. მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები, ხის პარკეტი, კერამოგრანიტი და ა.შ.
სასტუმრო ოთახში თავს იწონებს დათვის ტყავი და წითელი ხავერდით გაფორმებული ავეჯი. ეკლექტური სტილის საძინებელში კი მხოლოდ თითის ანაბეჭდის დაფიქსირების შედეგად არის შესაძლებელი.