ცნობილმა დეკორატორმა, ერთ დროს მუსიკალურმა მენეჯერმა ნიკოლას მენვილმა მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, უამრავი ქვეყანა მოიარა, თუმცა საბოლოოდ დაფუძნება კოპენჰაგენში გადაწყვიტა.
მის სახლში სტუმრობა ერთი საინტერესო მოგზაურობის ტოლფასია. აქ ბევრი საინტერესო შთაბეჭდილება და აღმოჩენა დაგხვდებათ. ამ ყველაფრის ცენტრი, რაღა თქმა უნდა, თავად სახლის მეპატრონე, ნიკოლას მენვილია, სახლი მის ცხოვრებას ასახავს, იმ ცხოვრებას, რომელშიც უმთავრეს როლს ესთეტიკა თამაშობს.
- მე ვაშინგტონში გავიზარდე, კოლუმბიის მხარეში. ჩემი ოჯახი, 5-6 თაობა იქ ცხოვრობდა. 17 წლის ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში სწავლის მიზნით ნიუ-იორკში გადავედი. ბედმა გამიღიმა და 1980
წლის ლეგენდარულ ნიუ-იორკს შევესწარი, ამ ქალაქის ყველაზე ჯადოსნურ და კაშკაშა ეპოქას, - ამბობს ნიკოლას მენვილი.
ნიკოლასმა შეისწავლა და შეიყვარა ნიუ-იორკის ისტორია და ეს ყველაფერი მის საცხოვრებელზეც აისახა. მაგალითად, სკამი, რომელიც მის სამზარეულოში იწონებს თავს, თავდაპირველად პრეზიდენტ ფრანკლინის სახლში იდგა, ნიკოლასის დიდმა ბებიამ, ფრანკლინის მეზობელმა შეიძინა მისი ცოლისგან და მას შემდეგ მათი ოჯახის საკუთრებაა.
მისი ბებია და ბაბუა 1920-1940 წლებში შანხაიში ცხოვრობდნენ და ძალიან უყვარდათ კლასიკური ჩინური კულტურა. ეს სიყვარული მათ შვილიშვილსაც გადაეცა და ახლა მის სახლში ბევრ ჩინურ ანტიკვარულ ნივთს შეხვდებით. მაგალითად, თვალშისაცემია ვინტაჟური, ყვითელი ტიბეტური ხალიჩა, რომელიც მან ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში შეიძინა.
ნიკოლასის კიდე ერთი ვნება და გატაცება მუსიკაა. ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, ამ სფეროსთან მაქსიმალურად ახლოს რომ ყოფილიყო, მუშაობდა რადიოსადგურებში, კლუბებსა და ხმის ჩამწერ სტუდიებში. ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსის მენეჯერიც გახლდათ, რომლებთან ერთად შემოიარა მთელი მსოფლიო.
მუსიკის შემდეგ კი ბავშვობის გატაცებას და ვნებას, დიზაინს დაუბრუნდა. სწორედ მისი ეს მისწრაფება გამოიხატება სახლის ყველა დეტალში. ამობს, რომ დღემდე სარგებლობს ბებიების ნაქონი ჩაის ტილოებით და ყოველ ჯერზე გაოცებულია მაშინდელი ხარისხით. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძველებური, ოჯახური ნივთები, რომელიც მას საყვარელ ადამიანებს და მოგზაურობებს ახსენებს.