ცნობილი წყვილის სიყვარულისთვის აშენებული უნიკალური სახლი, რომელიც დაშორების შემდეგ მიატოვეს - მიქელანჯელო ანტონიონისა და მონიკა ვიტის გუმბათოვანი სახლი


ეს სახლი მიქელანჯელო ანტონიონისა და მონიკა ვიტისთვის ააშნეს. დღეს ის დანგრეულია და დავიწყებას მიეცა. ნეტავ, ექნება ამ სიყვარულის, კინოსა და არქიტექტური სისტორიას ბედნიერი დასასრული?


მიქელანჯელო ანტონიონი და მონიკა ვიტი 1964 წელს სარდინიაში გაემგზავრნენ კუნძულ ბუდელის ვარდისფერ სანაპიროზე სცენის გადასაღებად ფილმისთვის "წითელი უდაბნო". გადაღებების დროს რეჟისორი ადგილობრივ მიწის მესაკუთრეს, ჯორჯო ტიცონის შეხვდა. ისინი დამეგობრდნენ. ამ დროს ტიცონი მიწის ნაკვეთის შეძენას გეგმავდა კოსტა პარადიდოზე - იმ დროს მიტოვებულ სანაპირო ადგილზე, რომელსაც ადგილობრივი მწყემსები"არაფრის მიწა" -ს უწოდებდნენ, რადგან უნაყოფო და უსარგებლო ადგილად ითვლებოდა.


მან რჩევა
თავის ახალ მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც იყიდა მიწა, მცირე ნაკვეთი კი ანტონიონის გამოუყო. ამ ადგილზე რეჟისორმა და მისმა მუზამ საოცნებო სახლის, იდილიური საზაფხულო თავშესაფრის აშენება გადაწყვიტეს, სადაც მათ პენსიაზე გასვლის შემდეგ, მეგობრებთან ერთად, დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლებოდათ.


ოცნების განსახორციელებლად nნოვატორი არქიტექტორი, დანტე ბინი მიიწვიეს,rრომელიც ე.წ. "გასაბერი", სფერული რკინაბეტონის სახლების გამოგონებით იყო ცნობილი. სწორედ მან იწყო 1968 წელს ანტონიონისა და ვიტისთვის სარდინიაში გუმბათოვანი სახლის აშენება.


მშენებლობა 1968 წლიდან 1971 წლამდე გაგრძელდა. ანტონიონი აქტიურად იყო ჩართული პროცესში, შენობისა და ინტერიერის დეტალებს არქიტექტორთან ერთად განიხილავდა. თითქოს ბეტონის გუმბათი მოვარდისფრო კლდეებიდან ამოდის, იმ კლდეებიდან, რომელთა დაქუცმაცებული ნაწილაკებიც გამოიყენეს შენობის მოსაპირკეთებელ ბათქაშად.


1970 წელს ამ ადგილას სიცოცხლე ჩქეფდა, უამრავი ადამიანი სტუმრობდა, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული, მიქელანჯელო ანტონიონისა და მონიკა ვიტის რომანი დასრულდა და, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გუმბათოვანი სახლიც თანდათან დაინგრა.

დღეს ის ყველასგან მივიწყებული, სანახევროდ დანგრეულია. ხანდახან თუ მიდიან ფოტოგრაფები ჩამონგრეული კედლების გადასაღებად.



სახლის ინტერიერიც განადგურებულია, თუმცა ავეჯი შემორჩენილია და მათი აღდგენაც შესაძლებელია. ლეგენდარულ სახლის გადასარჩენად ამოქმედდა დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს სარდინიაში არქიტექტურული ძეგლის შესანარჩუნებლად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები