ელტონ ჯონმა საკუთარი, ატლანტას ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული ბინა გასაყიდად გამოიტანა.
ამ ზაფხულს 76 წლის ბრიტანელმა მუსიკოსმა გამოსამშვიდობებელი ტურნე დაასრულა, რომელიც 5 წელი გაგრძელდა და განაცხადა, რომ გასტროლებზე აღარ ივლის, თუმცა კონცერტები, შესაძლოა, ისევ გამართოს. ასე რომ, აშშ-ში არსებული ბაზა მას აღარ სჭირდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია 5 მლნ დოლარად შეიძინოს გრემის 5 გზის მფლობელი მუსიკოსის აპარტამენტები.


საცხოვრებელი 6 ბინის გაერთიანებას წარმოადგენს საცხოვრებელ კომპლექსში, რომლის საერთო ფართიც 1350 კვ.მ.ს შეადგენს. პირველი და მეორე სართული ერთმანეთს ძალიან ეფექტური კიბით უკავშირდება,

ბინაში 4 საძინებელი, სასადილო ზედა გალერეით, ხით მოპირკეთებული სასტუმრო ოთახი და დიდი სალონია უზარმაზარი ვიტრაჟებით.
ინტერიერს ამშვენებს ფერწერული ნამუშევრები და რელიგიური არტიფატქები.

სახლში არის ასევე ფიტნეს სტუდია, სპა სალონი, მასაჟის კაბინეტი, 6 საგარდერობე და 5 შესაბამისი ინვენტარით და აპარატურით აღჭურვილი ღვინის შესანახი სათავსო. სახლს ბონუსად 9 საპარკინგე ადგილი მოჰყვება.

ელტონ ჯონი უმეტეს დროს თავის მამულში ატარებს, უინძორში, რომელიც მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილია. ტაბლოიდების ინფორმაციით, ეს მე-18 საუკუნის მამული მუსიკოსმა 1974 წელს შეიძინა 500 000 დოლარად, თუმცა მისი ფასი წლების განმავლობაში 5 მილიონამდე გაიზარდა.
