კარლ ლაგერფელდის სახლები - საკუთარი ვერსალი, ვილები და მამაკაცური შავი ბინა


მოდის ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფელდი საყოველთაოდ ცნობილია თავისი უნიკალური სტილით, რომელიც არა მარტო სამოსის შექმნაში, არამედ მის საცხოვრებელ ინტერიერშიც გამოიხატებოდა.

სახლი მონაკოში




ეს iინტერიერი მონაკოში კარლ ლაგერფელდმა 1980 წელს შექმნა, აღფრთოვანებული იყო საკუთარი ვერსალით და ძალიან ბევრ ნივთს შეკვეთით ამზადებინებდა. მაგალითად, ქსოვილები ლიონში დაამზადებინა და ის ნამდვილი ვერსალის სტილს იმეორებს. 2000 წელს მონაკოში აუქციონი ჩატარდა, რომელზეც სახლი 21,7 მლნ დოლარად გაიყიდა.

ბინა პარიზში





მისი პარიზული ბინა კი სალონს გავს. მაესტრომ უარი თქვა მყუდრო სახლზე და ნამდვილი მომავლის ბინა შექმნა. 350
კვ.მ ფართის ბინას ტიხრები პრაქტიკულად არ აქვს. ინტერიერის უმთავრესი დეტალი სპეციალურდ მისთვის შექმნილი თეთრ-ვერცხლისფერი ავეჯია, თავად აცხადებდა, რომ ეს სუფთა მამაკაცური, ეგოისტური თავშესაფარი იყო მისთვის, სადაც საჭმელსაც კი არ ამზადებდა არასდროს. მაესტრო სამზარეულოს სუნებს უბრალოდ ვერ იტანდა.

ვილა ჟაკო




ეს სახლი კი ჰამბურგის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და სახელი ლაგერფელდის ყოფილი პარტნიორის, ჟაკ დე ბაშერის პატივსაცემად დაერქვა. ვილა 1920 წელს არის აშენებული. მას სამი საძინებელი, სამი აბაზანა. საგარდერობე, სასტუმრო, გალერეა, ბიბლიოთეკა და ეზო აქვს. უძრავი ქონება 2018 წელს 10 მილიონ დილარად გაიყიდა. დიზაინერი ამ სახლში 1991-1998 წლებში ცხოვრობდა.

აპარტამენტები მონტე კარლოში





ეს სახლი კარლ ლაგერფელდმა 1980 წელს მოაწყო და თითქმის ყველაფერი სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა. ნივთები გამოირჩეოდა უჩვეულო ფერებითა და კონსტრუქციით. 1991 წელს ამ სახლიდან ყველაფერი გაიყიდა.

სახლი ნიუ იორკში




დიზაინერის სხვა სახლებისგან განსახვავებით, ეს სახლი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ლაგერფელდმა ეს ბინა 2006 წელს შეიძინა, თუმცა მასში არასდროს უცხოვრია . აპარტამენტები აუქციონზე 5,2 მლნ დოლარად გაიყიდა.

ვილა მონაკოში



ეს კი სამსართულიანი ვილაა მონაკოში, რომელშიც ლაგერფელდი 1990-იან წლებში ცხოვრობდა. სახლი 1902 წელს არის აშენებული და მას შემდეგ მონაკოს ლაჟვარდოვანი სანაპიროს ერთ-ერთ გამორჩეულ სახლად მიიჩნევა. 2017 წლიდან ვილის კარი ფართოდ გაიხსნა მომხმარებლებისთვის და მსურველებს მისი დაქირავების შესაძლებლობა მიეცათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები