სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა უკრაინელმა მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ, რომ დაშორდა წარმოშობით ქართველ მეუღლეს - ცნობილ პროდიუსერსა და კომპოზიტორს კონსტანტინე მელაძეს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ წყვილი მცირე ხანს იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მელაძემ მალე ყოფილი ცოლი და შვილებიც ჩაიყვანა. უცნობია, ეს იყო მიზეზი თუ მანამდეც არსებობდა ბზარი ურთიერთობებში, მაგრამ ფაქტია, წყვილი მალევე დაშორდა.
ახლა ქონების გაყიდვის და გაყოფის დრო დადგა. ამჟამად მოსკოვთან ახლოს, პრესტიჟულ, ვარსკვლავურ უბანში მდებარე სახლი გამოიტანა პროდიუსერმა გასაყიდად, 350 მლნ რუბლად. საინტერესო ისაა, რომ ყველა საბუთს კონსტანტინის
დედა აწერს ხელს და აფორმებს, როგორც ჩანს, ეს ქონება მელაძეებს ეკუთვნით (ყოველ შემთხვევაში, საბუთებით მელაძის დედაზეა გაფორმებული) და ერთად შეძენილადაც არ ითვლება, შესაბამისად, გაყიდვიდან მიღებულ თანხაზე მომღერალი პრეტენზიას ვერ გამოთქვამს.
მყიდველიც უკვე ნაპოვნია და როგორც ამბობენ, უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებულია.
სახლს რაც შეეხება, ორსართულიან სახლს დიდი მანსარდა აქვს. პირველ სართულზე მისაღებია პანორამული ფანჯრებით, იქვეა სასადილო ოთახი, სამზარეულო, ბუხარი და როიალი. ასევე - ორი სააბაზანო. მეორე სართულზე საძინებლებია სააბაზანოებით და გარდერობის ოთახებით. აქვეა კინოდარბაზი.
ინტერიერი კლასიკურ სტილშია გაფორმებული. იატაკზე ხის პარკეტია და ზოგადად ყველგნ ბუნებრივი მასალებია გამოყენებული.