ალბათ ბევრს აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები გადასაღები მოედნის მიღმა, როგორ მასპინძლობენ სტუმრებს, ისვენებენ ოჯახის წევრების გარემოცვაში და ა.შ. მოდით, შევიხედოთ მათ სახლებში.
ჯენიფერ ენისტონი, ლოს ანჯელესი
ჯენიფერ ენისტონის ხისფერი, არცთუ დიდი ზომის სასტუმრო ოთახი სიმყუდროვეს არ უჩივის, აქ გადაღებების შემდეგ დასვენება მართლაც სასიამოვნო იქნება. მშვიდი ფერთა გამა და არცთუ მკვეთრი განათება მოდუნების საშუალებას ნამდვილად იძლევა.
კამერონ დიასი, ნიუ-იორკი
როდესაც კამერონმა ეს აპარტამენტები შეიძინა მანჰეტენზე, მას აბსოლუტურად თეთრი და მოსაწყენი ინტერიერი ჰქონდა. სიმყუდროვის შესაქმნელად ფერების დამატება იყო საჭირო, მსახიობი საკუთარ
თავს არ ენდო და პრობლემის მოსაგვარებლად პროფესიონალი დიზაინერები მიიწვია. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა.
პატრიკ დემპსი, მალიბუ
პატრიკ დემპსის სახლი მალიბუში 1960 წელს აშენებული პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, თუმცა, თავადაც ხვდებით, რომ დროთა განმავლობაში მას განახლება დასჭირდებოდა და მსახიობმაც არ დაიზარა. ასეთ ინტერიერში თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობს.
უილ ფერელი, ნიუ-იორკი
ვიქტორიანული ეპოქის ელემენტებით გაჯერებული ლოფტის სტილი მსახიობ უილ ფერელის სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
დაიან კიტონი, ბევერლი ჰილსი
როგორ ჩანს, ქალბატონ დაიანს დიდი სივრცეები ხიბლავს, ამიტომაც არის, რომ მისი მისაღები კოლონიალურ სტილშია გაფორმებული. მუქი ხის იატაკს თეთრი კედლები ანეიტრალებს, დეკორატიული დეტალებიდან კი მხოლოდ ორნამენტებიანი ფილები შეგხვდებათ.
რობ ლოუ, სანტა ბარბარა
ამ მყუდრო, ნულიდან აშენებულ სახლში მსახიობი რობ ლოუ მშვიდად მასპინძლობს სტუმრებს და იწონებს თავს.
ჯერარდ ბატლერი, ნიუ-იორკი
მსახიობი ჯერარდ ბატლერი კი ამ სახლის ლოფტის სტილში მოწყობას 4 წელი მოუნდა. მისი მასშტაბური პროექტის შედეგი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.
ჯეინ ფონდა, ნიუ მექსიკო
აქტიური სამსახიობო კარიერის შემდეგ ჯეინ ფონდამ ბუნებასთან ახლოს დასვენება გადაწყვიტა ამ მართლაც საოცარ, მშვიდ და მყუდრო გარემოში.
უილ სმიტი, კალაბასასი
უილ სმიტი დიდი პატივს სცემს ხელნაკეთ, თუმცა ძალიან დახვეწილ ნივთებს და ეს მის ინტერიერში აშკარად იგრძნობა.