როგორ გამოიყურება ცნობილი როკ მუსიკოსების სახლები


ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ვოკალისტი ბრენდონ ფალუერსი მეუღლესა და შვილებთან ერთად პარკ-სიტიში გადაბარგდა, იუტას შტატში. ლას ვეგასიდან აბარგების და იუტას შტატში გადაბარგების მიზეზი ბრენდონის მეუღლის დეპრესია გახდა, რის გამოც მუსიკოსმა რამდენიმე სოლო ტურიც კი გადადო. სახლის მოსაწყობად მიწვეულ არქიტექტორს წელიწადნახევარი დასჭირდა შედეგის მისაღებად. საბოლოოდ წყვილს აქვს მშვენიერი სახლი ხუთი საძინებლით, დარბაზით, თხილამურების შესანახი ოთახი და ოთხადგილიანი ავტოფარეხი.


ეს კი პოპ-როკ მუსიკოსის, მარკ ჰოპუსის სახლია ლოს ანჯელესში. სახლი ვარსკვლავურმა არქიტექტორმა, ჰარლოდ ლევიტმა დააპროექტა, სწორედ მის მიერ არის დაპროექტებული სტივენ სპილბერგის, ოლივია ნიუტონ-ჯონის,
ბერტა ლანკასტერის და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის სახლი. ამ სახლის ინტერიერი მუსიკოსმა და მისმა მეუღლემ მხოლოდ 20 წლის შემდეგ შეცვალეს.
ტრევის ბარკერი კი სამხრეთ კალიფორნიაში ბინადრობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი დამრტყმელი მუსიკოსი ძალიან მშვიდ გარემოში ცხოვრობს.


აი, ჯონ მელენკამპი კი მთის წვერზე დასახლდა. მას შემდეგ, რაც გულის შეტევის გამო როკ მუსიკას დაემშვიდობა, სიმშვიდე სწორედ აქ ჰპოვა - ადგილი მართლაც ძალიან რომანტიულია, ხედით ოკეანეზე. ადგილი ისეთია, რომ ყოფილ მუსიკოსს ხატვა დააწყებინა.

ლენი კრავიცის ბრაზილიური სამფლობელო აი, ასე გამოიყურება. მან მე-18 საუკუნის ყავის პლანტაციების ადგილი, რიო დეჟანეიროს მახლობლად, საოცნებო სახლის ასაშენებლად გამოიყენა. ფერმერობას აპირებდა, მაგრამ, ჯერჯერობით მუსიკას ვერ მოწყდა და აქ მხოლოდ დასასვენებლად ჩამოდის.

დები რაიანი და ჯოშ დანა ოჰაიოში, ასეთ ფერად სახლში ატარებენ დღეებს. ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს და ასევე ცნობილ მუსიკოსს სტერეოტიპების მსხვრევა მოსწონთ. წყვილი 2019 წლის 31 დეკემბერს ჩუმად დაქორწინდა და ხეზე ცხოვრებაზე ოცნებობდა. ეს სახლი კი, მართალია, მიწაზე დგას, თუმცა მოულოდნელობებით აღსავსე ნამდვილად არის.



ტოპმოდელი ჟოზეფინა სკრივერი და მუსიკოსი და პროდიუსერი ალექს დე ლეონი ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ. ცხოვრების ბედნიერ წლებს წყვილი ნეშვილში ატარებს.

ეს სტინგის სამფლობელოა ტოსკანაში, ფლორენციის მახლობლად. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სტინგის მიერ დამზადებული ღვინო და იქირავოთ იმ 6 კოტეჯიდან ერთ-ერთი, რომელიც მუსიკოსის მფლობელობაში და მსურველებზე ქირავდება.

კომენტარის დამატება