ამერიკელი ვარსკვლავები, რომელთაც აქვთ სახლები ბორბლებზე

ტრეილერი მსახიობებისა და არტისტებისთვის ჩვეული ადგილია, სადაც ისინი გადაღებებისთვის ემზადებიან ხოლმე და დამქანცველი დღის შემდეგ ისვენებენ. ზოგიერთი მათგანი ისე ეჩვევა სახლს ბორბლებზე, რომ მზად არის რეალურ ცხოვრებაშიც მსგავსში იცხოვროს. მოდით ვნახოთ, რომელ მსახიობებს აქვთ საკუთარი სახლი ბორბლებზე.


მეთიუ მაკონაჰი

ოსკაროსან მსახიობს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ძალიან იზიდავს მოხეტიალე ცხოვრება. მის პატარა სამფლობელოში ყველაფერია იმისთვის, რომ მსახიობმა თავი ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს.


მაილო ვენტიმილია


კიდევ ერთი ამერიკელი მსახიობი, რომელიც ეთაყვანება მოგზაურობას.
საკუთარი სახლით მოგზაურობის სურვილი მას პანდემიის დროს გაუმძაფრდა, თან იფიქრა, რომ
ამერიკასაც უკეთ გაიცნობდა.

ტომ ჰენკსი

ჰოლივუდის ვარსკვლავს ტომ ჰენკსს ტრეილერი 1990 წლიდან ემსახურება. ამ ტრეილერით 30 წლის განმავლობაშ ის 18 ფილმის გადაღებაზე არის ნამყოფი. 2021 წელს მსახიობმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა და აუქციონზე გაიტანა, სადაც მასში 235 200 დოლარი აიღო.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები