მაილი საირუსს ამ სახლში ქმარმა უღალატა და შემდეგ აქ მაილიმ "შურისძიების" კლიპი გადაიღო

სახლი ფარალონეს სახელწოდებით, რომელიც აშშ-ში მდებარეობს, კალიფორნიის შტატში, მაილი საირუსის კლიპის გადაღების შემდეგ როდი გახდა ცნობილი. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო მილიონერმა ქალბატონმა დორა ჰატჩინსონმა. საამისოდ მან საუკეთესო არქიტექტორები დაიქირავა. სახლი მთის წვერზე მდებარეობს, საიდანაც ლოს ანჯელესზე საოცარი ხედი იშლება.



მთავარ სახლს პერგოლა ერთვის, ადგილი ღია აუზით, სადაც ზაფხულის ცხელი დღეების კომფორტულად გატარებაა შესაძლებელი.
სახლში არის 7 საძინებელი, დიდი მისაღები ოთახი, კომფორტული კაბინეტი, დიდი სამზარეულო პროფესიონალი შეფისა და მისი დამხმარეებისთვის. სტუმრების სახლში კი მასაჟის კაბინეტი და
სატრენაჟორო დარბაზიც არის.


ამ სახლში ქალბატონმა დორამ 10 წელი იცხოვრა, შემდეგ ნიუ-იორკში გადაბარგდა, სახლი კი ფრენკ სინატრას მიაქირავა. ამბობენ, რომ სწორედ აქ ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს მერილინ მონრო და ჯონ კენედი. ერთი სიტყვით, ეს სახლი თავიდანვე ცნობილი იყო და უამრავი ვარსკვლავური წვეულება გამართულა.
შემდეგ კი სკანდალურად გახდა ცნობილი იმის გამო, რომ მაილი საირუსს მისმა ქმარმა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლაიამ ჰემსვორტმა სწორედ აქ უღალატა. როგორც გაირკვა, როცა მაილი გასტროლებზე იყო, ლაიამს აქ მოჰყავდა საყვარლები. მაილი ამ ფაქტის გამო არა მხოლოდ ქმარს დაშორდა, შემდეგ სწორედ ამ სახლში გადაიღო "შურის საძიებელი" კლიპი, flower, რომელიც მალევე გაჰიტდა







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები