ტინა ტერნერის სახლის შვეიცარიაში, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა

ლეგენდარული ტინა ტერნერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 83 წლის ასაკში. ბოლო 30 წელი იგი შვეიცარიაში ცხოვრობდა.

ამ ქვეყნის მოქალაქე ცნობილი მომღერალი და ვარსკვლავი 2017 წელს გახდა. საცხოვრებლად საუცხოო ვილა შეარჩია ციურიხის ტბის სანაპიროზე. ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარს მოიცავს. ტინა ტერნერმა და მისმა მეუღლემ ერვინ ბახმა ეს სახლი 76 მლნ დოლარად შეიძინეს. სახლი ჩოგბურთის ვარსკვლავის, როჯერ ფედერერის სახლის მახლობლად მდებარეობს. .

ტინა ტერნერის სამფლობელოში 10 შენობაა. ფანჯრიდან საოცარი ხედი იშლება ტბაზე. ამბობენ, რომ ამ მამულის ყიდვას თავად ფედერერი აპირებდა.

მომღერლის საკუთრებაში
იყო კერძო ტბა, ღია აუზი და ნავსადგური.
მომღერალი და მისი ქმარი საკმაოდ დიდხანს ელოდნენ შვეიცარიის მოქალაქეობას, წინაღმეგ შემთხვევაში, კანონების თანახმად, მათ არ შეეძლოთ ამ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა.


- ამერიკიდან ჩემი საზღვრებს გარეთ წარმატების გამო წავედი, ჩემი საყვარელი მამაკაციც საზღვარგარეთ იყო, პრინციპში, ევროპამ ძალიან კარგად მიიღო ჩემი მუსიკა, - თქვა ტინამ ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკის დატოვებაზე.
მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, სახლის მემკვიდრეები ტინა ტერნერის შვილობილი აიკა ტერნერი და მისი მეუღლე ერვინ ბახი არიან, რომელიც ამჟამად 67 წლის არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები