შერის სახლი, რომელიც მთლიანად მისი დიზაინით არის მოწყობილი, 42 მლნ დოლარად იყიდება - დაათვალიერეთ

მაიამიში ცნობილი მომღერლის, შერის სახლი 42 მლნ. აშშ დოლარად იყიდება.
შერის მისი თაყვანისმცემლები "პოპმუსიკის ქალღმერთს" უწოდებენ; მას 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გამოშვებული და ყველა შესაძლო ჯილდო აქვს მიღებული, რაც შემსრულებელმა შეიძლება მიიღოს - გრემისა და ემის ოსკარი, სამი ოქროს გლობუსი.

გარდა მუსიკისა და მსახიობობისა, შერის თურმე ინტერიერის დიზაინი იზიდავს. რამდენიმე საოცარი სახლი აქვს ჰავაიში, კალიფორნიაში, ნიუ-იორკსა და ფლორიდაში. 1993 წელს მაიამიში, კუნძულ ლა გორსზეც იყიდა სახლი და თავად მოაწყო, სამი წლის შემდეგ კი ორსართულიან, 1250 კვ.მ. ფართის თეთრი ქვის სასახლეს 42,5
მილიონ დოლარად ყიდის. 

ეს სახლი შერის მავრიტანიული არქიტექტურული ელემენტებისადმი დიდი სიყვარულის ნათელი მაგალითია. სახლს თაღოვანი ფანჯრები და ჭრელი რკინის დეტალები ამშვენებს.

დიდი სამზარეულო ამერიკულ სტილშია მოწყობილი, უზარმაზარი კუნძულით, მარმარილოს ელემენტებით, ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი. სახლში არის ასევე სრულფასოვანი ბარი, დიდი მისაღები ოთახი, მარმარილოს აბაზანა, უზარმაზარი გასახდელი და ფართო ტერასა, ფიტნეს ცენტრი და კინოდარბაზი.



სასახლე სანაპიროზე მდებარეობს და მისი ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი იშლება მექსიკის ყურეზე. შენობა გარშემორტყმულია ულამაზესი პალმებით. ბაღში არის საცურაო აუზი, ცხელი აბაზანა, სოლარიუმი, საუნა და საზაფხულო სახლი - მომავალ მფლობელს ძალიან გაუმართლებს!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები