ატლანტას გარეუბანში ბაკჰედი ბოჰემურ ადგილად ითვლება. აქ ბევრი სამხატვრო გალერეა და მოდური რესტორანია. კრეატიული ადამიანები ამ ტერიტორიის ბინადრები ხშირად ხდებიან. სწორედ ეს ადგილი შეარჩია საცხოვრებლად ცნობილმა მომღერალმა, პოპ-ვარსკვლავმა, სერ ელტონ ჯონმა შეერთებულ შტატებში მოგზაურობის პერიოდში. დღესდღობით კი მომღერალი პენსიაზე გადის და მუდმივად საცხოვრებლად თავის ლეგენდარულ მამულში, დიდ ბრიტანეთში, უინძორში, გადადის, იგი საბოლოოდ ემშვიდობება საზღვარგარეთ ცხოვრებას.
ატლანტას ბინა 4000 კვადრატულ მეტრს იკავებს. მომღერალმა ის თანდათან ააშენა: ჯერ პირველი დუპლექსი იყიდა, შემდეგ კი რამდენიმე მეზობელი ბინა. საბოლოოდ 5 სახლი დააგროვა, რომელიც მთლიანად იკავებს
სახლში არის ოთხი საძინებელი, შვიდი აბაზანა, დიდი სასადილო ოთახი და სამზარეულო, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალი მზარეულებისთვის. ასევე საკუთარი ფიტნეს ოთახი, მასაჟის ოთახი, რამდენიმე გასახდელი ოთახი და რამდენიმე ოთახი ღვინის დიდი კოლექციის შესანახად. რეზიდენცია გამოირჩევა პანორამული ხედებით.
ინტერიერი თანამედროვე და კლასიკურია, მოწყობილი მსუბუქი ავეჯით, კრემისფერი ხის პანელებით და, რა თქმა უნდა, სარკეებით.
ინტერიერის განსაკუთრებული ხიბლი ცნობილი ადამიანების ფოტოების დიდი კოლექციაა.