ეს აპარტამენტები მანჰეტენზე მოდელმა ჯერ კიდევ 2010 წელს შეიძინა. ის მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება საუკეთესო ინვესტიციაა.
უკვე მრავალი წელია ირინა შიკი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მოდელად მიიჩნევა, თუმცა მისი შემოსავლის შესახებ არავისთვის არაფერია ცნობილი. თუმცა ფაქტია, რომ მისი შემოსავალი ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარით იზრდება. ირინა შეიკის გარეშე მოდის არც ერთი კვირეული არ მიმდინარეობს. გარდა ამისა, ვარსკვლავს ჟურნალებსა და რეკლამებშიც იღებენ, ასე რომ, მისი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ "მყარია" და შესაბამისად, ეს ლამაზი ქალბატონი საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნება.
თუმცა ითვლება,
რომ მოდელი საკმაოდ ეკონომიურია, მაგალითად, მას არც მანქანების კოლექცია აქვს და არც ბრილიანტების, არც თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს აგროვებს და საერთოდ, ნივთებსაც საკმაოდ ბიუჯეტურს ყიდულობს (სელებრითების საზომით, რა თქმა უნდა). ხშირად იღებს საჩუქრებს დიზაინერებისგან, თუმცა შესაძლოა საზოგადოებაში უბრალო, 1000-დოლარიანი კაბითაც გამოჩნდეს. მისთვის მთავარია, რომ ლამაზი იყოს. ვარსკვლავი ეთაყვანება საუკეთესო ადგილებში დასვენებას და კომფორტულად ცხოვრებას ლამაზ გარემოში. მოდით, დავათვალიეროთ მისი სახლი მანჰეტენზე.
სახლი მოდელმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2010 წელს შეიძინა და დღევანდელ ფასებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული ფასი, 1,7 მლნ დოლარი გადაიხადა. ამ სახლში ვარსკვლავმა მარტომ იცხოვრა საკმაოდ დიდი ხანი და 2016 წელს გასაყიდად აუქციონზე გაიტანა, თავად კი ლოს ანჯელესში, ბრედლი კუპერთან გადაბარგდა, სადაც ერთად ზრდიდნენ ქალიშვილს. გაგიკვირდებათ, მაგრამ მოდელის სახლს მყიდველი არ გაუჩნდა, თუმცა ეს შეიკისთვის კარგოც აღმოჩნდა, რადგან 2019 წელს, მსახიობთან დაშორების შემდეგ ქალბატონი საცხოვრებლად ისევ საკუთარ აპარტამენტებს დაუბრუნდა და დღემდე იქ ცხოვრობს.
ვარსკვლავი საკუთარ პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავს და სახლის ფოტოებსაც ძალიან იშვიათად თუ გამოაჩენს ხოლმე სოციალურ ქსელებში.
სახლი ვესტ-ვილიჯის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს ხედით გუძონზე. აპარტამენტებს მაღალი , 3,5 მ ჭერი, მუხის იატაკი და პანორამული ფანჯრები აქვს. რემონტი ინდივიდუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით გაკეთდა. ინტერიერში თეთრი ფერი ჭარბობს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სამზარეულოში. ასეთი სამზარეულო ალბათ რთული მოსავლელია, თუმცა მოდელის დამოკიდებულება სისუფთავისადმი კარგად არის ცნობილი, და არ არის გამორიცხული, რომ ამ თეთრ სამზარეულოსაც თავად ალაგებდეს ხოლმე დროდადრო.
სახლში იდეალური სისუფთავეა, აქეთ-იქით მიმოფანტულ ნივთებს აქ უბრალოდ ვერ ნახავთ. მოდელი აცხადებს, რომ სახლის დალაგება მას სტრესის მოხსნაში ეხმარება.
სახლი ორსართულიანია. მეორე სართულზე, გარდა სამზარეულოსი, ირინას საძინებელი მდებარეობს. ინტერიერი საძინებელში, ისევე, როგორც დანარჩენ ოთახებში, ლაკონურია - კარადა, ტუმბო და დიდი საწოლი ლეოპარდის პრინტის პლედით.
როგორც ჩანს, მოდელი ამ სახლთან განშორებას არ აპირებს.
აბაზანაც შთამბეჭდავად თეთრია. აშკარაა, რომ თეთრი ფერი ამ ქალბატონის სისუსტეა. დიასახლისი აღიარებს, რომ მიუხედავად იდეალური წესრიგისა, თუ იცის, რომ რომელიმე ოთახში რამე თავის ადგილზე არ დევს, უბრალოდ ვერ დაიძინებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ირინა ამ სახლში 6 წლის ქალიშვილთან ცხოვრობს, ასეთი წესრიგი წარმოუდგენელია, თუმცა, ალბათ შეიკი არა მხოლოდ სუპერმოდელი, არამედ სუპერ ქალიც გახლავთ.
პირველ სართულზე კი გასართობი ოთახია სახლის კინოთეატრით, კიდევ ერთი სველი წერტილი, სამრეცხაო, კიდევ ერთი სამზარეულო და ბავშვის ოთახი. მოდელი შვილსაც მოკრძალებულ ცხოვრებას აჩვევს, ყოველ შემთხვევაში, ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ასეა.
ცალკე საუბრის თემაა მოდელის საგარდერობე ოთახი, რომელიც ფეხსაცმელებით არის გადავსებული. ფეხსაცმელების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია.