პრინცი ენდრიუს ავბედითი საძინებელი და მის სახლში აღმოჩენილი უცნაური ნივთები


სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებს სამეფო ოჯახის წევრთა კულუარული ცხოვრება განსაკუთრებით იზიდავთ. პრინცი ენდრიუს საძინებელი კი იმის დასტურია, რომ მათ იქ ბევრი უცნაური რამის ნახვა შეუძლიათ.
ამჟამად პრინცი 30 ოთახიან სახლში ცხოვრობს უინძორის შუაგულში. სამეფო ოჯახმა მას ნება დართო` სახლში გაურკვეველი ვადით დარჩენილიყო, თუმცა სანაცვლოდ იყო ერთი პირობა- -პრინცს სახლი საკუთარი ხარჯებით უნდა გაერემონტებინა.

მაგრამ ამ სახლში გადაბარგებამდე და ჯეფრი ეპშტეინთან სკანდალამდე პრინცი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობდა. მოდით ვნახოთ, რა უცნაურობები ინახებოდა მის საძინებელში.
სამეფო რეზიდენციის მთავარი დამლაგებელი შარლოტა ბრიგსი ჰყვება, რომ პრინც ენდრიუს
72 რბილი სათამაშო ჰქონდა. ეს სათამაშოები პრინცისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დამლაგებლებს მათ დალაგებას სპეციალურად ასწავლიდნენ. შარლოტა იხსენებს, რომ მიიღო თუ არა აღნიშნული სამუშაო, პირველი, რის შესახებაც გააფრთხილეს, პრინცი ენდრიუს სათამაშოები იყო და აუხსნეს, როგორ მოსწონდა პრინცს მათი დანახვა. დამლაგებელს ეს ფაქტი ძალიან უცნაურად მოეჩვენა.

სათამაშოები საწოლზე გარკვეული წესის მიხედვით ლაგდებოდა: სულ უკანა ხაზში უნდა განთავსებულიყო ზომით ყველაზე დიდი სათამაშოები, შემდეგ - შედარებით პატარები. პრინცს ამ სათამაშოებიდან ფავორიტებიც ჰყავდა, რომელთაც მისი საწოლის წინ განთავსებულ ხის კვარცხლბეკზე სვამდა ხოლმე.
ენდრიუ პირადად აკონტროლებდა, თუ როგორ ექცეოდა მომსახურე პერსონალი მის კოლექციას. მას საკუთარი ხელთ ჰქონდა დაწერილი ფურცელზე, სად უნდა განთავსებულიყო მისი საყვარელი ორი ბეჰემოთი, შავი პანტერა, დათვები და ასევე სამი ბალიში სახელწოდებით: "პაპა", "უკი" და "პრინცი". მეტიც, საკუთარი განკარგულება სათამაშოებთან დაკავშირებით საწოლთან ჰქონდა გამოკრული და ოთახში დაბრუნებისთანავე ამოწმებდა, ყველაფერი ისე იყო შესრულებული როგორც ეწერა, თუ არა.
შარლოტა ერთადერთი ადამიანი როდი იყო, ვინც ზრდასრული მემკვიდრის ეს უცნაური გატაცება შენიშნა.
ერთ-ერთი ბრიტანული ტაბლოიდის კორესპონდენტი სპეციალურად მოეწყო სამუშაოდ ბუკინგემის სასახლეში, რათა სამეფო ოჯახის წევრების უცნაურობების შესახებ მოეპოვებინა ინფორმაცია. სწორედ მან გაიგო პრინცი ენდრიუს უცნაური ჩვევის შესახებ - ის ყოველდღიურად თავის სათამაშო მაიმუნს სასახლის სხვადასხვა ადგილას დებდა, ერთხელ კი მაიმუნი ლეოპარდის ფიტულის ხახაშიც იპოვეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები