ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ყოფილი სახლი 85 მილიონად იყიდება


ამ სახლში ცნობილი წყვილი ქორწილიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ახლა კი ბენმა და ჯენიფერმა თავიანთი ოჯახისთვის შესაფერისი ახალი სახლი შეარჩიეს. ძველ სახლს კი ბევერლი ჰილზში 85 მილიონ დოლარად ყიდიან - ვნახოთ, სად ცხოვრობდა ვარსკვლავური წყვილი.

ადრე ეს სახლი მსახიობების, დენი დევიტოსა და რეა პერლმანის საკუთრება იყო, რომლებიც იქ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. შემდეგ 2015 წელს შენობა 26,6 მილიონ დოლარად გაყიდეს. უძრავი ქონების ვებსაიტებზე განთავსებულ რეკლამებში ნათქვამია, რომ სახლს 12 საძინებელი და 18 აბაზანა აქვს .

სახლი 2260 კვ.
მეტრი ფართობის არის და თავს არა მხოლოდ ოთახების რაოდენობით, მდიდრული მასალებითაც იწონებს. აქ არის ლიფტი, ფართო კარადები, უამრავი ბუხარი და ბარიც ბაღის აუზში.
სახლის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობაა, საზაფხულო სახლი ერთი საძინებლითა და აუზით, სამსართულიანი კორპუსი, რომელიც ექვსადგილიან ავტოფარეხს უკავშირდება, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა, პერსონალის ოთახი თავისი საუნით, სახლის კინოთეატრი ბარით, სიგარის ოთახი და ღვინის მარანი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები