„მდიდარი შვილები მდიდარ მშობლებზე არ საუბრობენ“ - რიზ უიზერსპუნის შვილმა თავისი სახლის ვიდეო გაასაჯაროა და დიდი კრიტიკაც დაიმსახურა

მსახიობის შვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს მუსიკას, ცხოვრებით კი ტეილორ სვიფტისა და სარა ჯესიკა პარკერის საყვარელ რაიონში ცხოვრობს.

დაახლოებით ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში ჰოლივუდში ნათელ-მირონობის შესახებ მწვავე კამათი გაჩაღდა. ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ ცნობილი ადამიანების შვილები ცხოვრებაში ყველაფერს ადვილად აღწევენ, რადგან მათ ფინანსებიც აქვთ და საჭირო კავშირებიც. თავის დროზე ამ თემასთან დაკავშირებით გაჟღერდა დები ჰადიდების, ზოი კრავიცის, ჰეილი ბიბერის, ბრუკლინ ბექჰემის, ლურდეს ლეონის და სხვა ცნობილი ადამიანების შვილების სახელები. ამჯერად კი ინტერნეტი კიდევ
ერთმა ნეპო-ბეიბიმ, რიზ უიზერსპუნის შვილმა აალაპარაკა.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 წლის დიკონმა ინტერნეტის საშუალებით ხალხს თავისი მდიდრული სტუდენტური სახლი დაათვალიერებინა. მან სახლში ცნობილი ბლოგერი კანება სიმპსონი მიიწვია და ექსკურსია მოუწყო. ამ უკანასკნელმა კი ვიდეო გადაიღო და საკუთარ გვერდზე განათავსა. ბლოგერთან საუბარში დიკონმა აღიარა, რომ სახლში ძალიან დიდ თანხებს იხდის, რასაც უამრავი უკმაყოფილო კომენტარი მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ დიკონი ფულის და სიმდიდრის მოყვარულია.

ადამიანები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მდიდრულ რაიონში მსგავსი ტიპის სახლში ცხოვრება ბევრისთვის მიუწვდომელი ფუფუნება და წარმოუდგენელია, და რომ სოციალურ ქსელებში ამით ტრაბახი და ამაზე აპელირება არც ლამაზია და არც მისაღები, მით უმეტეს, რომ ამას სტუდენტი აკეთებს, რომელსაც საკუთარი შემოსავალი არ აქვს.

მართალია, დიკონი სელებრითების შვილია, თუმცა, სამართლიანობის გამო ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი ამ ბინას ორ მეგობართან ერთად ქირაობს და თანხასაც ერთად იხდიან.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ დიკონის დედა, რიზ უიზერსპუნი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და გავლენიან მსახიობად ითვლება, ის არა მხოლოდ მსახიობია, არამედ ფილმებისა და სერიალების გადაღებებითაც არის დაკავებული. მას საკუთარი პროდიუსერული კომპანიაც კი ჰქონდა, რომელიც 2 წლის წინ გაყიდა თითქმის მილიარდ დოლარად, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს მისთვის საკმაოდ დიდი თანხები მოჰქონდა.

კომპანიის გაყიდვას ქმართან, ჯიმ ტოტოსთან დაშორებასაც უკავშირებდნენ, რადგან ბიზნესი მათ საერთო ჰქონდათ, თუმცა ცნობილია, რომ მომავალში პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მათ აქტივები თავიდანვე ჰქონდათ გაყოფილი. დღეის მონაცემებით რიზის ქონება 440 მლნ დოლარად არის შეფასებული. ასე რომ, შვილისთვის ბინის ქირის გადახდა მისთვის პრობლემას ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს.
შეახსენებთ, რომ გარდა ვაჟისა, რიზს ქალიშვილიც ჰყავს, ავა ფილიპი, რომელიც დიზაინითა და მოდით არის გატაცებული.



ეს კი რიზის რანჩოა:
სტუმრად ვარსკვლავებთან – რიზ უიზერსპუნის არაჩვეულებრივი რანჩო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები