სტუმრად ვარსკვლავებთან – რიზ უიზერსპუნის არაჩვეულებრივი რანჩო



ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა რიზ უიზერსპუნმა თაყვანისმცემლება კალიფორნიის შტატ ქალაქ ოჰაიოში მდებარე საკუთარი ვილის კარი შეუღო.

"ეს სახლი ჩემი თავშესაფარია , ის ტენესში გატარებულ ბავშვიბას მახსენებს, _ ამბობს მსახიობი, _  როგორც კი ზღურბლს გადმოვაბიჯებ დრო ჩერდება და ვგრძნობ, როგორ ვისვენებ სულიერად. აქ არის მხოლოდ სუფთა ჰაერი, არანაირი მობილური და ინტერნეტი. ამაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ადამიანმა.
რიზ უიზერსპუნი ამ საოცარ სახლს დასვენების დღეებში მეუღლესთან, ჯომ ტოტთან და შვილებთან, ერთ გოგონასთან და ერთ ვაჟთან ერთად სტუმრობს ხოლმე. 


აქ არის აუზი,
საჯინიბო, სასტუმრო კოტეჯები. თავად სახლი 1923 წელს აშენდა.

უფრო სწორად კი თავდაპირველად აქ სახლის ადგილას იყო საჯინიბო, რომელიც ერთ-ერთი შუშის მაგნატისთვის იქნა აგებული. ეს მგანატი ლიბი გახლდათ, ამ ადგილს დღემდე ლიბის რანჩოს უწოდებენ.



ეს გახლავთ მისაღები, ანტიკვარული მაგიდით, რომელიც ბელგიაშია ნაყიდი. სტელაჟი შეკვეთით არის დამზადებული.



ესეც მისაღების ფრაგმენტი გახლავთ. დივანი შეკვეთით არის დამზადებული დიზაინერ კრისტენ ბუკინგემის ესკიზის მიხედვით. ტყავის სავარძლები მე-19 საუკუნის ანტიკვარია.



მსახიობს სურდა, რომ მის შვილებს ამ სახლში ნამდვილი ბავშვიბა გაეტარებინათ ბევრი თამაშითა და ურთიერთობებით, ცხოველებითა და სუფთა ჰაერით.
რანჩოში მრავლად არიან ცხენები, ვირები, გოჭები, ძაღლები, წიწილები და ა.შ.



სახლის გაფორმება რიზმა მეგობარს, დიზაინერ კრისტენ ბუკინგემს მიანდო.



ეს ბავშვების საძინებლია. მაგიდა 1830 წლის გახლავთ და შვეციაშია ნაყიდი. ჭაღი კი 1920 წლის ანტიკვარია.

საძინებლის ინტერიერში ჭარბობს ვინტაჟური ავეჯი, ასევე ანტიკვარიატი.



სახლს ასევე აქვს ტერასა, რომელიც გაფორმებულია ანტიკვარული ფანრითა და ვინტაჟური სკამებით.



_  ჩემთვის სახლი ლამაზი ინტერიერია, სადაც დასვენების საშუალება მექნება, _ ამბობს მსახიობი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები