არსებობს მცენარეები, რომელმაც შესაძლოა შეგიქმნათ პრობლემები, როგორც ჯანმრთელობასთან, ისე კანონთან დაკავშირებით. არცოდნა ადამიანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ამიტომ, სანამ საკუთარ ბაღს გაალამაზებთ და გაამდიდრებთ ახალ-ახალ მცენარეებით, უმჯობესია კარგად გაეცნოთ და დარწმუნდეთ, პრობლემებს ხომ არ შეგიქმნით კანონის ან თუნდაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
საძილე ყაყაჩო
უმჯობესია ბაღში მხოლოდ კლასიკური წითელი, მრავალწლიანი ყაყაჩო იქონიოთ. საკვები ყაყაჩოს ყველა ვარიაცია და მით უმეტეს პაპავერის გვარის ყაყაჩოები სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულია, ამიტომ უმჯობესია მათგან თავი შეიკავოთ. გირჩევთ, რომ თესლის ყიდვის დროს ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქციები.
კანაფი
კანაფის ზეთის, ფაფის
ჰავაის ვარდი
მიუხედავად სახელწოდებისა, ეს მცენარე საერთოდ არ მიეკუთვნება ვარდებს. ლამაზიც არის, მაგრამ ამ მცენარის მოყვანა ზოგიერთ ქვეყანაში კანონმდებლობით არის აკრძალული.
ეფედრა
მას წიწვოვან ბალახსაც უწოდებენ. 2-3 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, საკმაოდ შხამიანი. არ ღირს მისი ქონა ბაღში არა მხოლოდ სამართლებრივი მიზეზების გამო, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
წინასწარმეტყველთა სალბი
ჩვეულებრივი სალბი მშვენიერი სანელებელია. თუმცა ამ ტიპის სალბს შამანები იყენებდნენ და იწვევდნენ ხილვებს. გარეგნულად, დიდად არ განსხვავდება სხვა ჯიშის სალბისგან, თუმცა სულაც არ არის გემრიელი და არის ტოქსიკური.
კომენტარები