აგარაკზე ორიგინალური ფანჩატურის მოწყობის საინტერესო იდეები

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ვისაც აქვს აგარაკი თუ პატარა სახლი სოფლად, თუნდაც კერძო სახლი და ეზო ქალაქში, ცდილობს რაც შეიძლება გაალამაზოს, პრაქტიკულად მოაწყოს და მოსასვენებელ სივრცეზეც იზრუნოს. ეზოებსა თუ ბაღებში ხშირად აწყობენ ლამაზ ნაგებობებს, როგორიცაა  ე.წ. ფანჩატურები. წლების წინ ეს გახლდათ მარტივი კონსტრუქციები ოთხი საყრდენით და სახურავით, ორსართულიანი ან ერთსართულიანი, მაგრამ დრო შეიცვალა. მსოფლიოში უამრავი პროექტია, რომლებიც წარმოადგენენ ბაღის ფანჩატურების ყველაზე უჩვეულო ვერსიებს. ისინი ამშვენებენ ტერიტორიას და კომფორტულს ხდიან გარემოს.
რამდენიმე ორიგინალურ და თანამედროვე ვარიანტს წარმოგიდგენთ.

ფანჩატური-ოფისი

იდეალური ვარიანტია ორი ერთში გაერთიანებისთვის. შექმენით
თქვენი საკუთარი მყუდრო სივრცე, რომელიც იქნება განთავსებული თქვენი სახლის მიმდებარედ და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება იყოს ადგილი მეგობრებთან ან ოჯახთან შეხვედრებისთვის. ეს იქნება არა მხოლოდ ბაღის სტრუქტურა, არამედ ხელოვნების ნიმუში და ძალიან პრაქტიკულიც.

 შვედური სტილი

ამ სტილის ყველა ნაგებობა გამოირჩევა, პირველ რიგში, მასალების ბუნებრიობით; მათ აქვთ მკაფიო ხაზები. ეს არის ნორდიკული სტილი, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს სკანდინავიური ფიჭვის გამოყენებას, როგორც ძირითად მასალას. 

ტალღის ფორმის ფანჩატური

მსგავსი კონსტრუქციის მოსაწყობად მეტი სიმტკიცისა და გამძლეობისთვის, ასევე მოხერხებულობისთვის, საფუძველი უნდა იყოს დამზადებული ბეტონის ფილებით, ხოლო კედელზე სახურავი და კედლები უნდა იყოს ისეთი ხისგან, როგორიცაა ცაცხვი. პროექტი არის ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი. ყველა ეს ბლოკი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ქმნის უწყვეტ სტრუქტურას. რასაკვირველია, ასეთ ფანჩატურს და ყველა მსგავს ტიპს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, მაგალითად, წვიმის ან ძლიერი ქარის დროს შეიძლება არასასიამოვნო იყოს იქ ყოფნა კედლებს შორის ღია სივრცის გამო, მაგრამ მზიან ამინდში ის მშვენივრად დაგიცავთ მზისგან.

ხმელთაშუა ზღვის ტილი

მოსასვენებელი ადგილი სულაც არ არის ოთახი მხოლოდ დასვენებისთვის; მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია შეასრულოს. იქ შეგიძლიათ მარტივად მოათავსოთ ყველაფერი, რისი ადგილიც სახლში არ გაქვთ. შესანიშნავია არა მხოლოდ როგორც ადგილი ტრაპეზისთვის, არამედ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სპორტული დარბაზი, რადგან შიგნით ოთახის ზომა საშუალებას გაძლევთ მოაწყოთ იქ ყველაფერი. გარდა ამისა, დამატებითი ლანდშაფტური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება ადგილზე ხმელთაშუა ზღვის მშვიდი ატმოსფეროს შექმნა.

მცირე ზომის ნაგებობა

როდესაც ბაღში გაქვთ ადგილის პრობლემა, არ უნდა დათმოთ ოცნება, რომ გქონდეთ, თუნდაც სულ პატარა ზომის ფანჩატური. შეგიძლიათ განიხილოთ საინტერესო გერმანული პროექტი, რომელიც სტრუქტურაში მოიცავს დამატებით ადგილს ძილის, სამზარეულოს და, რა თქმა უნდა, დასვენებისთვის. ამ პროექტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ სახურავი და ერთ-ერთი კედელი მთლიანად იხსნება. ეს გახლავთ მშვენიერი ადგილი ბუნებით ტკბობისთვის. ასეთი შენობა შეიძლება იყოს არაუმეტეს ათი კვადრატული მეტრის ფართობისა, მაგრამ მას ექნება ყველაფერი, რაც საჭიროა არამხოლოდ დროებითი დასვენებისთვის. ჟალუზებისა და კარების წყალობით, თბილ ამინდში სივრცე რამდენჯერმე გაიზრდება, ჰაერი შემოვა ოთახში. სითბოსთვის შეგიძლიათ დააყენოთ ორმაგი მინის ფანჯრები, ხოლო ფასადი, როგორც პროექტში, შეიძლება დასრულდეს ლამინირებული პანელებით; 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები