სოფელი ტალერი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტშია, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 310 მეტრზე და მარტვილიდან 25 კილომეტრში. ეს მხარე საოცარი ბუნებითაა ცნობილი, ბოლო წლებში მარტვილის კანიონმა ქვეყანაშიც და მის გარეთაც გაითქვა სახელი და უამრავი ტურისტიც სტუმრობს.
მართალია, სოფელ ტალერს დენდროლოგიური პარკი არა აქვს, თუმცა მის ერთ-ერთ მკვიდრს, აკაკი ჯიჯელავას საკუთარ ეზოში სწორედ დენდროლოგიური პარკი აქვს თავისი ხელით გაშენებული. ბატონი აკაკი 15 წელიწადია შრომობს თავისი ჩანაფიქრის კიდევ უფრო სრულყოფისთვის. დღეს ის ჩვენი რესპონდენტია და თავისი გასაოცარი ბაღის შესახებ მოგვითხრობს.
აკაკი ჯიჯელავა:
- თავიდან მძღოლი ვიყავი, მესამე კლასის, მერე პირველი კლასის მძღოლი გავხდი - ეს იყო ჩემი პროფესია... მანამდე საბჭოთა ჯარში, 1977-1979 წლებში გერმანიაში ვიმსახურე და ძალიან მომეწონა იქაური სიკოხტავე, მოვლილი გარემო, ბაღები, აივნები. ბევრი კარგი რამ ვნახე იქ, თანაც ბავშვობიდან ჩვენებურ, მეგრული სუფთა და მოვლილი ეზოების გარემოცვაში ვიზრდებოდი, რაც მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი, ოჯახი ეზოს ყურადღებას არ ვაკლებდით... დიდობაშიც სულ მქონდა სურვილი, ყვავილებით, მცენარეებით, დეკორაციებით გალამაზებული ეზო მქონოდა.
სამხედრო სამსახურიდან რომ დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე. რაღაც თანხა მოვაგროვე, რომ ეზოსთვის მიმეხედა, და მალე ქვეყანაც აირია, 90-იანი წლები დადგა... მაგრამ გამწვანებულ ეზოზე ფიქრი არ შემიწყვეტია... შემდეგ, როგორც იქნა, დავიწყე ჩემი იდეის ხორცშესხმა და მინდვრის მოსწორებას შევუდექი.
- ეს ადგილი, სადაც ბაღი გაქვთ გაშენებული, მამა-პაპეული მიწაა?
- მამაჩემი ძირ ოჯახს რომ გამოეყო, აქ დასახლდა და მას მერე აქ ვართ (მამა გარდაცვლილია). ამ მიწის მოსწორება 2006-2007 წელებში დავიწყე.
- ბუჩქნარით ასეთი კომპოზიციების შექმნა თავიდანვე გადაწყვიტეთ თუ იდეა თანდათან მოვიდა?
- ტრაბახში არ ჩამომართვათ და, საქმეს რომ მივადგები, თავს არ ვანებებ, რაც არ გამომდის, რაც რთულია, მაინც ის უნდა გავაკეთო - "მკვდარი გავაცოცხლო". არც ეს ჩამითვალოთ ტრაბახში და, საქმეშიც არაფერი მეშლება, ყოველთვის ვიცი, რა როგორ გავაკეთო.
ახლა ჩემს ეზოში მანქანაც შემოდის, წრესაც ურტყამს და თან ეს დეკორაციებიც ასეა გაშლილი. შემოსასვლელში ჯვარი და გულია, მაქვს ხუთჯვრიანი დროშა, ვარსკვლავები... კიდევ ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ ფინანსურად მაინცდამაინც არა მაქვს ჩემი იდეების ხორცშესხმის საშუალება. განაგრძეთ კითხვა