პერის ჰილტონმა ჭურჭლისა და სახლის ნივთების კოლექცია შექმნა, რომელიც ნებისმიერ სამზარეულოს გლამურულ იერს მიანიჭებს.
ჰოლივუდის ვარსკვლავებს არაერთხელ გავუოცებივართ დიზაინერული შესაძლებლობებით, საკმარისია გავიხსენოთ სარა ჯესიკა პარკერის ავეჯის კოლექცია ან რიზ უიზერსპუნის ჭურჭლის კოლექცია. პერის ჰილტონისთვის ეს პირველი მცდელობაა, თუმცა, საკუთარი კულინარიული შოუს "ვამზადებთ პერისთან ერთად" გადაღების შემდეგ გადაწყვიტა, სამზარეულოს აქსესუარების კოლექცია გამოეშვა.
ქერა ლამაზმანი ამბობს, რომ სამზარეულოს აქსესუარები საკმაოდ ლამაზი არ იყო და სურვილი გაუჩნდა გადაეხალისებინა. კოლექციის დამახასიათებელი ნინებია ვარდისფერი, ბრჭყვიალა და ოქროსფერი დეტალები. მის მიერ შექმნილი ყველა ნივთი სამზარეულოს გლამურულ იერს ანიჭებს.
კოლექცია