ტელეპროდიუსერ მამუკა ღლონტის უნარების შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. ცნობილია, რომ ის საცხოვრებლად ზღვისპირეთში, კაპროვანში გადასახლდა, სადაც საკუთარ ეზოში, თავისი პროექტით და ხელით არაერთი საცხოვრებელი კოტეჯი ააშენა. ტურისტულ ბიზნესში ჩაერთო და წლის განმავლობაში უამრავ ტურისტს მასპინძლობს.
დაგვიწერია იმაზეც, რომ წელიწადში ერთხელ, აქტიური მუშაობის შემდეგ სამოგზაუროდ ევროპაში მოტოციკლით მიდის. ამ მოგზაურობაში მეუღლეც თან ახლავს ხოლმე. ამჯერად, გადაწყვიტეს, სამოგზაუროდ უკვე სახლი-მანქანით გაემგზავრონ. მნიშვნელოვანია, რომ მამუკა ღლონტმა ასეთი სახლი-მაქანა თავად შექმნა. ბოლო დეტალებიღა დარჩა და ყველაფერი მზად იქნება.
AMBEBI.GE მამუკა ღლონტს ესაუბრა:
- ყოველთვის ვმოგზაურობ
მოტოციკლით, შარშან მსუბუქი მანქანით ვიმოგზაურე, რომელშიც ელექტრო სკუტერი და ელექტრო ველოსიპედი მქონდა. გზებზე სახლი-მანქანებით მოგზაურებს ხშირად ვხვდებით ხოლმე, ამიტომ, მე და ჩემს მეუღლესაც მოგვივიდა იდეა, რომ რაღაც ასეთი გვეცადა. ოღონდ, ჯერ არ ვიცით, ამ ტიპის მოგზაურობა მოგვეწონება თუ არა, რადგან რადიკალურად განსხვავებული არჩევანია.
მოკლედ, ამ თემაზე გავეცანი მასალებს, ინფორმაციებს, დიდხანს ვიმუშავე და მივხვდი, რომ მინდოდა ისეთი მანქანა (არა დიდი), რომლითაც შევძლებდი ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ ადგილას (მაღაზია, კაფე, მუზეუმი) დაპარკინგებას - ცენტრში გადაადგილებას... საბოლოოდ როცა ჩამოვყალიბდი, რა მინდოდა, ინტერნეტმა იმის რეკლამა შემომთავაზა, რასაც ვეძებდი. საერთოდ ხომ ასეა, ინტერნეტში აქტიურად რასაც ეძებ, კითხულობ, უყურებ, მერე თვითონ გთავაზობს იმავე შინაარსის რეკლამას. მოკლედ, "ფეისბუქმა“ სახლი-მანქანის რეკლამა "ამოაგდო“.
ეს იყო "მერსედეს-ბენცის“ სპრინტერი, საკმაოდ ძველი, 2005 წლის, რომელიც პატრონს გადაკეთებული ჰქონდა. მოკლედ, საკმაოდ იაფად (3.700 დოლარად) შევიძინე. ძალიან კარგი მანქანა აღმოჩნდა. ამ თანხის მარტო ელექტრობა აქვს. მანქანას სახურავზე აქვს მზის "ბატარეა", რომელიც შიგნით 220 ვოლტს იძლევა. მისი პატრონი საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა და ამიტომ გაყიდა... მანქანა შეძენის შემდეგ მთლიანად გამოვშიგნე და ყველაფერი ჩემს გემოზე გავაკეთე. ახლაც მაგაზე ვმუშაობ...
- როგორ გამოიყურება მისი სალონი?
- არის დიდი საწოლი (2 მეტრი /მეტრ 70-ზე), მაცივარი, ხელსაბანი, პორტატული გაზქურა, ტუალეტი, დამატებით აკუმულატორი, რომელიც 220 ვოლტს იძლევა, რომელშიც ყველაფრის ჩართვა შემიძლია. ახლა ვფიქრობ, ეკრანი როგორ გავაკეთო. დასაკეცი მაგიდები, სკამები დასრულების პროცესშია. რაღაცები გამოწერილი მაქვს, ჩამოსვლას ველოდები და ამ „სახლში“ ასე ვსაქმიანობ. განაგრძეთ კითხვა