56 წლის ნიკოლ კიდმანმა ფერმერობა დაიწყო და თხებს უვლის


56 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი სოფლის ცხოვრებას ეუფლება. მსახიობი საშობაოდ ავსტრალიის სამხრეთ მაღალმთიანეთში მდებარე ფერმაში თხებს უვლის.

კიდმანმა სამუშაოდ პრაქტიკული სამოსი აირჩია: შავი ელასტიური შარვალი და კლასიკური პიჯაკი, ბეისბოლის შავი ქუდი და თეთრ-ნაცრისფერი სპორტული ფეხსაცმელი. კიდმანმა ეს სახლი 2008 წელს იყიდა ქმართან ერთად. "მულენ რუჟის" ვარსკვლავმა და ქანთრის მომღერალმა ერთად წამოიწყეს თავიანთი მეურნეობა, დიდი აუზი, სპორტული დარბაზი და ჩოგბურთის კორტიც გააკეთეს. უსაფრთხოების ზომებიც მიიღეს სიმშვიდისთვის, პერიმეტრის გარშემო დიდი ბალახის ღობე გააკეთეს და დაცვისთვის სახლიც ააშენეს.


სხვათა შორის, 2015 წელს, თაყვანისმცემლებმა შეძლეს
სახლის შიგნიდან დათვალიერება; მსახიობმა ერთ-ერთ მიცემულ ინტერვიუში დაიტრაბახა ტრადიციული ავსტრალიური ქვიშაქვის ვერანდებით, დიდი მოჩუქურთმებული კედარის კიბეებით და 10 მარმარილოს ბუხრით, თუმცა 2020 წელს, ავსტრალიაში გაჩაღებულმა ხანძარმა მსახიობის ქონება სულ გაანადგურა. ნიკოლი და მისი ქმარი ნასახლარს ახლა დაუბრუნდნენ და იქ ფერმა მოაწყვეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები