ბექჰემების საგვარეულო ქონება ქარიშხლის შემდეგ დაზიანდა - "ყველაფერი გაფუჭებულია..."

შტორმი "ჰენკი"კოტსვოლდსში დაფიქსირდა და ბექჰემების სახლსაც შეეხო.
რამდენიმე დღის წინ 48 წლის დევიდ ბექჰემმა თაყვანისმცემლებს გაუზიარა მის საკუთრებაში არსებულ ეზოში მიწიდან ამოგლეჯილი დიდი ხის ფოტო.

"შეიძლება უარესიც მომხდარიყო... ყველაფერი გაფუჭებულია", - დაწერა მან პირად ბლოგზე.
3 იანვარს ინგლისსა და უელსში 10 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშხალმა, რომელსაც "ჰენკი" უწოდეს, ელექტროენერგიის გათიშვა და ტრანსპორტის პრობლემები არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ ჰოლანდიასა და გერმანიაშიც გამოიწვია.
ფეხბურთის ვარსკვლავმა და მისმა 49 წლის მეუღლემ, ვიქტორიამ ეს აგარაკი 2016 წლის დეკემბერში 8 მილიონ
დოლარად შეიძინეს.

დევიდმა თაყვანისმცემლებს თავისი ახალი ქათმები და მამალიც აჩვენა, რომლებიც ცოლმა აჩუქა საშობაოდ. ვიქტორიამ სადღესასწაულო სიურპრიზად კოტსვოლდში საქათმე გააკეთა. საჩუქარი ბექჰემისთვის, ნამდვილი სიურპრიზი იყო, ახლა მას ფრინველების მოვლა მოუწევს.

თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელი ახალ დავალებას თავს კარგად ართმევს: ვიდეორგოლში კარგად ჩანს, როგორ აჭმევს იგი ქათმებს. მზრუნველმა ცოლმა ქმარს ქათმების მოვლის შესახებ წიგნიც აჩუქა. პუბლიკაციაში საუბარია კვების სწორ რეჟიმზე და ასევე ექსპერტების უამრავი რჩევაა თავმოყრილი.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები