როგორ გამოიყურება ჯენიფერ ლოპესის ახალი 60-მილიონიანი სახლი, რომლის გამოც ფანატებმა დასცინეს

გასულ წელს ახალშეუღლებულმა ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა მყუდრო სახლის მოძიების მიზნით ათობით უძრავი ქონება დაათვალიერეს. კარგა ხნის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მიაგნეს საოცნებო სახლს, იდეალურ ვარიანტს, რომლის ფასიც 60 მლნ დოლარი გახლდათ, თუმცა, წყვილის არჩევანმა მათ ფანებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ზოგმა კი ვარსკვლავურ წყვილს დასცინა კიდეც არჩევანის გამო. 

ცოტა ხნის წინ ჯეილომ ახალ სახლში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფანების აღფრთოვანებულ კომენტარებს ელოდა, თუმცა პირიქით მოხდა, ვარსკვლავმა კრიტიკა და დაცინვა დაიმსახურა.



ფანებმა ინტერიერს უგემოვნო უწოდეს, სავარძლებს კი ბებრული. აბუჩად აიგდეს ანტიკვარული ბროლის ჭაღიც
და შპალერიც.
გარდა ინტერიერისა, ფანების აღშფოთება ალკოჰოლური სასმელებით სავსე მაგიდამაც გამოიწვია.


ისინი ისევ ალაპარაკდნენ ბენის ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე, რომელმაც თავად აღიარა რამდენჯერმე, რომ ალკოჰოლდამოკიდებულია და ამის გამო მკურნალობის სპეციალურ კურსსაც გადის ხოლმე.

ცოტა ხნის წინ ჯენიფერ ლოპესი ამ თემაზე ტყუილში ამხილეს, როდესაც მან საკუთარი ალკოჰოლური სასმლის ხაზის გამოშვება დააანონსა მაშინ, როდესაც ყოველთვის აცხადებს, რომ თავად სასმელს არასდროს მიირთმევს.

საბოლოოდ კრიტიკა დაიმსახურა მისმა ბიზნეს გადაწყვეტილებამ და ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს მისი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ჯეილო დიდხანს აიგნორებდა ფანების კრიტიკას, თუმცა საბოლოოდ განაცხადა, რომ დროდადრო თავად გეახლებათ სასმელს და მის მიერ კოქტეილის ხაზის გამოშვება გასაკვირი სულაც არ არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები