სერგეი ბრინი - ამერიკელი კომპიუტერების მეცნიერი და მეწარმე, რომელმაც ლარი პეიჯთან ერთად Google დააარსა. შეუპოვრობა, კრეატიულობა, სწორი ხედვა და ემოციური ინტელექტი - ეს ბრინის გამორჩეული თვისებებია.
სერგეი მიხეილის ძე ბრინი დაიბადა 1973 წლის 21 აგვისტოს რუსი ებრაელის ოჯახში, მოსკოვში. მისი მამა, მაიკლ ბრინი მათემატიკოსია, ხოლო დედა, ევგენია ბრინი იყო NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის მეცნიერი. მიუხედავად იმისა, რომ ბრინის ოჯახი მოსკოვში ცხოვრებით ტკბებოდა, მაიკლმა იცოდა, რომ საბოლოოდ, სერგეის მისი საქმიანობა და შესაძლებლობა ეროვნების გამო შეეზღუდებოდა. 1977 წელს ის დაესწრო მათემატიკის
კონფერენციას ვარშავაში. დაბრუნებისთანავე კი გამოაცხადა, რომ დადგა დრო, რომ ოჯახი ემიგრაციაში წასულიყო. ავსტრიისა და საფრანგეთის შემდეგ, საბოლოო ადგილსამყოფელად მათ ამერიკა დაიმკვიდრეს, სადაც 1993 წელს სერგეი ბრინმა წარჩინებით დაამთავრა მერილენდის უნივერსიტეტი. ამის შემდეგ კი პრესტიჟული სტენფორდის უნივერსიტეტის ჯერი დადგა.
გადამწყვეტი მომენტი სერგეი ბრინის ბიოგრაფიაში მოხდა 1995 წლის მარტში, როდესაც ის შეხვდა ლოურენს "ლარი" პეიჯს, რომელიც მოგვიანებით Google-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
1995 წლის ზაფხულში სერგეი ბრინს დაევალა ლარი პეიჯის თანხლება კამპუსში. მალევე აღმოაჩინეს, რომ ორივე მათგანს ძალიან აწუხებდა მონაცემთა დიდი ნაკრებიდან ინფორმაციის მოპოვების პრობლემა. სერგეი და ლარი დამეგობრდნენ და 1996 წლის იანვარში, სადოქტორო დისერტაციის დასაწერად მომზადებისას, მათ დაიწყეს ერთობლივი მუშაობა კვლევით პროექტზე, რომელიც შექმნილია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების მეთოდების ფუნდამენტურად გასაუმჯობესებლად. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ყველაზე პოპულარული მონაცემები ყველაზე სასარგებლო იყო.
ამიტომ ახალგაზრდა მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ საძიებო სისტემა, რომელიც აანალიზებს კავშირს ვებსაიტებს შორის და აფასებს მათ პოპულარობის მიხედვით, უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო.
Google-ის დაარსება
1997 წლის შემოდგომაზე, ლარიმ და სერგეიმ მოიგონეს BackRub-ის უფრო მიმზიდველი სახელი. საბოლოოდ, ლარის მეგობრის, შონ ანდერსონის დახმარებით შეირჩა სახელი Google. თავდაპირველად, საძიებო სისტემის ვებ-გვერდი სტენფორდის უნივერსიტეტის ძირეულ დომენზე, google.stanford.edu - ფუნქციონირებდა, თავად google.com-ის დაბადების თარიღად კი 1997 წლის 15 სექტემბერი ითვლება. Google-ი ძალიან პოპულარული გახდა სტენფორდის სტუდენტებს შორის და მათ დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეყვანათ ის სტენფორდის კედლების მიღმა.
პირველ რიგში, ისინი ცდილობდნენ გაეყიდათ თავიანთი იდეა AltaVista-სთვის 1 მილიონ დოლარად, მაგრამ პოლ ფლაჰერტიმ, AltaVista-ს გამომგონებელმა, უარყო მათი წინადადება. სერგეი და ლარი ასევე ცდილობდნენ მის გაყიდვას Yahoo!, Excite-ზე, მაგრამ საქმე სხვაგვარად განვითარდა.1998 წლის 7 სექტემბერს Google დაარსდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, Google Inc. ლარი პეიჯი გახდა აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო სერგეი ბრინი გახდა პრეზიდენტი.
მათი პირველი ოფისი იყო ნაქირავები ავტოფარეხი სუზან ვოიციცკისგან, სერგეი ბრინის შეყვარებულის ენ ვოიციცკის დისგან, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობდა. 1999 წლის ბოლოსთვის Google ამუშავებდა დაახლოებით 7 მილიონ ძიებას დღეში, ხოლო 2000 წლის შუა რიცხვებში დღეში საშუალოდ 18 მილიონ ძიებას ახორციელებდა. კომპანია თვეში 500 000 აშშ დოლარს ხარჯავდა საოპერაციო ხარჯებში მუდმივი ზრდისთვის. განაგრძეთ კითხვა