ემა სტოუნმა თავისი ცნობილი საუკუნოვანი სახლი გაყიდა - დაათვალიერეთ

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ემა სტოუნმა ეს სახლი 2019 წელს შეიძინა 2,3 მილიონ დოლარად. მან მხოლოდ სამზარეულო გააფართოვა, დაამატა სახლი სტუმრებისთვის, დანარჩენი ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა, რათა სახლისთვის პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა.

უძრავი ქონების აგენტის განცხადებით, პოზიცია ძალიან პოპულარული იყო, სახლი 100-ზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში მიიღეს ახალი კანონი გადასახადთან დაკავშირებით, რაც 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სახლების ყიდვის შემთხვევაში ქონების გადასახადს დამატებით ოთხი პროცენტით ზრდის, მოთხოვნა გაიზარდა შედარებით ბიუჯეტურ უძრავ ქონებაზე, თუმცა მას არ გაუჟღერებია, რა ღირდა
სახლი რეალურად.

ოთხსაძინებლიანი ნაგებობა 1926 წელს არის აშენებული ესპანურ სტილში, ფართობი 305 კვადრატული მეტრს მოიცავს.
სხვა ცნობილი ადამიანების დახვეწილი და მხატვრული სახლებისგან განსხვავებით, აქვს ღია თაღები, ჭარბობს ხის ფერი და წითლად არის მოპირკეთებული ეზო.


მსახიობი, რომელიც ფლობს საკუთრებას ოსტინში, ტეხასის შტატში და ბინას ნიუ-იორკში, სახლს ლოს ანჯელესში ყოფნის პერიოდში იყენებდა, გასულ წელს კი მალიბუში სახლი დაახლოებით 4,4 მილიონ დოლარად გაყიდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები