ზამთრის ცივ დღეებს ბუხართან გატარებული საღამოები ალამაზებს და ამშვენებს. როგორც ჩანს, ბევრი ცნობილი ადამიანი ფიქრიბს ასე, აფასებს კიდეც ამ მომენტებს. მოდით ვნახოთ, როგორი ბუხრები უქმნიან მყუდრო გარემოს ბრედ პიტს, ჯენიფერ ენისტონის და სხვა ვარსკვლავებს.
რობერტ დაუნი უმცროსი და სტიმპანკი
სახლი ისტ ჰემპტონის წყნარ უბანში ვარსკვლავისა და მისი ოჯახის წევრების ერთგვარ თავშესაფარად იქცა, ეს არის ადგილი, სადაც მსახიობმა შეძლო ყველაზე წარმოუდგენელი იდეების რეალობად ქცევა. სახლის ინტერიერი სავსეა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით, ნახატებით, ლამაზი ავეჯით, ნათურებით და კაშკაშა ფერებით. მისაღები ოთ.ხის ერთ-ერთი ყველაზე
უჩვეულო დეტალი უზარმაზარი ლურჯი ბუხარია, რომელიც კერამიკოსმა მხატვარმა პიტერ ლეინმა შექმნა. ბუხარი ბუნებრივი ქვითა და ლითონის ელემენტებით არის მოპირკეთებული. ლურჯ ფონზე ოქროსფერი საოცრად ეფექტურად გამოიყურება.
ბრედ პიტი და მისი "რაინდული" მისაღები ოთახი
ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი დიდი ხანია არქიტექტურით არის დაინტერესებული და სახლების კოლექციასაც აგროვებს. რამდენიმე წლის წინ მან თავის კოლექციას დაამატა უძრავი ქონება სახელად "ძვირფასი ქვა", რომელიც 1918 წელს აშენდა კარმელ ჰაილენდსში, კალიფორნიაში. ეს ისტორიული შენობა ლეგენდარულმა არქიტექტორმა ჩარლზ გრინმა დააპროექტა. სახლი წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს. მისი ფასადი ბუნებრივი ქვით არის მორთული, ორგანულად ერწყმის კლდეს და თითქოს მასთან ერთიანდება. სახლი მთლიანობაში შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე სტრუქტურას. ინტერიერი მარტივია, დეკორაციაში ჭარბობს ბუნებრივი მასალები. დიდ საოჯახო ოთახს აქვს ბუხარი, რომელიც გაფორმებულია კლასიკურ სტილში, ხელნაკეთი ხითა და ფილებით.
ტეილორ სვიფტი და მარმარილოს კერა
ნიუ-იორკში, კორნელიას ქუჩაზე მდებარე ვარსკვლავის სახლი იყიდება. ეს გახლავთ თანამედროვე ბინა მაღალი ჭერით, რომელშიც სვიფტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. შენობა 1870 წელს აშენდა, როგორც ეტლების სადგომი, თუმცა მოგვიანებით მდიდრულ სამსართულიან ქალაქურ სახლად გადაკეთდა, რომელშიც არის სამი ბუხარი, ყველა - გაზის, მაგრამ მეორე სართულზე მისაღებ ოთახს აქვს შეშის ბუხარი, მარმარილოთი მოპირკეთებული, სწორედ ისეთი, ზამთრის ნიუ-იორკის საღამოების რომ უხდება.
ჯეიმს კორდენი და ხმელთაშუა ზღვის სტილი
ჯეიმს კორდენის სახლში ხმელთაშუა ზღვის სტილის მისაღები ოთახი თეთრ, ლურჯ და ყავისფერშია გაფორმებული. აქცენტად შავი გრანიტისგან დამზადებულ ღია ბუხარი და ძვირად ღირებული როიალია გამოყენებული. დიდი ფანჯრებიდან უხვად შემოდის მზის შუქი, ფრანგული კარი კი ულამაზეს მწვანე ეზოში გადის. ზაფხულის ატმოსფეროში ბუხარი თითქოს ცოტა ზედმეტიც კი არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე საჭირო.
ჯენიფერ ენისტონი და კონტრასტების თამაში
მსახიობი ხშირად აზიარებს თავისი ყოველდღიური ცხოვრების საიდუმლოებებს საკუთარი სახლიდან. შუა საუკუნის სტილის სასახლე სავსეა იაპონური სტილის დიზაინის ელემენტებით. ჯენიფერ ენისტონის მისაღებში დომინირებს კლასიკური შავ-თეთრი პალიტრა, სპილოსძვლისფერი პუფებით, რომლებიც საოცრად ეხამება ხალიჩას. ერთ-ერთ კედელზე მუქი ფერები გამოკვეთს ბუხრის ნიშას და შეშის შესანახ ადგილს. ეს ჯენიფერის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ის სტუმრებს მასპინძლობს.
კენდალ ჯენერი და მარადიული კლასიკა
ვარსკვლავის ოფიციალური მისაღები ოთახი მისი მრავალი სელფის ადგილია. ზამთრის ცივ დღეებში აქ ყოველთვის ცეცხლი ანთია და იკრიბებიან მეგობრები. ოთახის დიზაინი მარტივი და ლასიკურია, სადა, არაფერი ზედმეტი.
კორტნი კარდაშიანი
კიდევ ერთ კარდაშიანს უყვარს საკუთარი მისაღები ოთახის სოციალურ მედიაში წარმოჩენა, სადაც ხშირად ისვენებს თანამედროვე გაზის ბუხართან. ცნობილია, რომ კორტნი ბუხრებით არის გატაცებული. მას სახლში სამი ბუხარი აქვს! რაც შეეხება სახლის დეკორაციას, კორტნის ძალიან სპეციფიკური მიდგომა აქვს.
ამბობს, მას სახლში ყველაფერი ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს ჭურჭლის ღრუბელი და მაკრატელიც კი.
მერაია ქერი და საშობაო ზღაპარი
"შობის დედოფალი" მერაია ქერი ბუხარს სადღესასწაულო დეკორაციის ცენტრად აქცევს. ბუხრის გვერდით, როგორც წესი, დგამს ნაძვის ხეს, თავად ბუხარს კი გირლანდებით, ხელოვნური ფიჭვის ტოტებით, ბურთებით და სხვა ატრიბუტით აფორმებს.