ბლეიკ ლაივლის "უბრალო" მისაღებ ოთახს დიზაინერებმა „ქრესტომათიული“ უწოდეს

ექსპერტები დიდი ხანია ადევნებენ თვალს ლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსის მისაღებ ოთახს. თავად ვარსკვლავმა კი ერთხელ იხუმრა, რომ ნაწილობრივ ინტერიერის დიზაინერადაც კი მუშაობს.
"უბრალოდ, გთხოვთ, ამის შესახებ არავის უთხრათ, რადგან არ მინდა ჩემი ფარული ნიჭის შესახებ ყველა იცოდეს."

ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი. დეკორაციის ექსპერტები თვლიან, რომ მსახიობისგან მართლაც შეიძლება ინტერიერის ტექნიკის სწავლა და მის მისაღებ ოთახს დიზაინის "სახელმძღვანელო" უწოდეს.

დიზაინერებს ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსის მისაღების ინტერიერში ბუნებრივი ელემენტები მოსწონთ. ხის კედლები და სვეტები შესანიშნავი მასალაა მარადიული ეფექტის შესაქმნელად.
მსგავსი ეფექტის მისაღწევად საკმარისია მინიმალიზმის გაზავება მეოცე საუკუნის შუა პერიოდის დეკორატიული ელემენტებით, ისეთებით, როგორიცაა ხის ავეჯი და ბოჰემური სტილის ნივთები, მაგალითად, უჩვეულო ნათურები.


კედლების კაშკასა ფერებით მოხატვას ბევრი ვერ ბედავს, თუმცა, ბლეიკ ლაივიმ გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამ პალიტრით თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავის სახლის ინტერიერის უმეტესი ნაწილი დამამშვიდებელ ნეიტრალურ ტონებშია შესრულებული, მსახიობმა ერთ-ერთი კუთხე ღია ცისფერ ტონებში გააფორმა. ეს ტექნიკა მისაღებია, საკითხავი კუთხის გასაფორმებლად.

კედლის დეკორაციისთვის ბევრი ერიდება მუქ ფერებს იმის შიშით, რომ სივრცეს მოსაწყენს გახდის ან ვიზუალურად დააპატარავებს. თუმცა, ბლეიკ ლაივლის მისაღები ოთახი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დახვეწილი ფერების სწორად გამოყენება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ საკმარისი განათება და მსუბუქი აქსესუარები. ეს კომბინაცია აბალანსებს სივრცეს და კომფორტს ანიჭებს მას.

ოთახში მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათება. დიზაინერებს მოსწონთ ის, რომ ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა აირჩიეს წერტილოვანი განათება და არა ერთი ჭაღი. კედელზე ბრების დაკიდებით შეგიძლიათ მყისიერად გარდაქმნათ ოთახი, ამიტომ დიზაინერები ამ ტექნიკის გამოყენებასაც გვირჩევენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები