ჯეფ ბეზოსის უახლესი შენაძენი - რას უპირებს ისტორიულ შენობას, რომელიც ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ქონებად იქცა


ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა კალიფორნიაში, ბევერლი ჰილზში, ისტორიული შენობა შეიძინა.

ისტორიული, 10 ჰექტარი ფართობის მქონე ბენედიქტ კანიონის ქონება 2020 წელს მედიამაგნატმა დევიდ გეფენმა შეიძინა რეკორდულ ფასად, 65 მილიონ დოლარად, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება ლოს-ანჯელესის ისტორიაში ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებად იქცა.
1930-იან წლებში ცნობილი არქიტექტორის, როლანდ კოუტის მიერ აგებულიეს სასახლე ჰოლივუდის ოქროს ხანის სიმბოლოა და განთქმულია თავისი ნეოკლასიკური არქიტექტურით.

13600 კვადრატული მეტრის შენობას აქვს მთავარი რეზიდენცია, მრავალი სასტუმრო სახლი, ფართო ბაღები, გოლფის მოედანი, ჩოგბურთის კორტები და აუზის კომპლექსი. ყველაფერი ეს
დაცულია დახვეწილი სისტემით, მაღალი უსაფრთხოების ღობეების ჩათვლით.

ისტორიული შენობის ახალი მეპატრონე, ბეზოსი, რა თქმა უნდა თავისებურად აახლებს და აფართოებს თავის ახალ შენაძენს, თუმცა ამას მისი ისტორიული წარსულის შენარჩუნებით აკეთებს.









კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები