სად ცხოვრობდა ოზი ოსბორნი სიცოცხლის ბოლო წლებში: მდიდრული სასახლე ლოს-ანჯელესში და მამული ბაკინგემშირში

2025 წლის 22 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ფრონტმენი ოზი ოსბორნი. მას პარკინსონის დაავადება და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ივლისში გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა ჯგუფის ორიგინალურ შემადგენლობასთან ერთად, რომელიც 20 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა.

ბოლო კონცერტზე ოზი ოსბორნმა შეასრულა ცნობილი ჯგუფის ოთხი სიმღერა, ასევე ხუთი ჰიტი საკუთარი სოლო რეპერტუარიდან. მუსიკოსი მონუმენტურ ტახტზე იჯდა - ცოტა ხნის წინ ის ეტლით გადაადგილდებოდა.


2019 წელს დიაგნოზირებულმა პროგრესულმა დაავადებამ, ასევე კალიფორნიაში მაღალმა გადასახადებმა, ოზი და მისი მეუღლე შერონი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, გაეყიდათ საყვარელი სახლი
ჰენკოკ პარკში, ლოს-ანჯელესში, სადაც ოსბორნები ბოლო წლებში ცხოვრობდნენ. 2022 წელს, 11,500 კვადრატული ფუტის (1,068.4 კვადრატული მეტრის) ფართობის მამული 18 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ოზიმ და შერონმა ის 2015 წელს თითქმის 12 მილიონ დოლარად შეიძინეს და სახლი შიგნიდან და გარედან მთლიანად გაარემონტეს, მოახდინეს სივრცის მოდერნიზაცია და ამავდროულად შეინარჩუნეს ძველი ჰოლივუდის ხიბლი. წყვილი იქ მრავალ კატა-ძაღლთან ერთად ცხოვრობდა.

სასახლე 1929 წელს აშენდა არქიტექტორ ა.კ. კელოგის მიერ ხმელთაშუა ზღვის აღორძინების სტილში. მას აქვს ექვსი საძინებელი, თერთმეტი სველი წერტილი, სტუმრების ოთახი ავტოფარეხის ზემოთ და ლიფტი, რომელიც ყველა სართულზე მიდის.

დიდებულ შესასვლელს აქვს მოჩუქურთმებული ხის კარი და ქვის პორტალი, რომელიც ქვის ბალუსტრადებით არის შემოსაზღვრული, რომელთა უკანაც ყვავილები, ბუჩქები და კვიპაროსები იზრდება. ეზო არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება: მყუდრო ვერანდაზე არის მისაღები ოთახი რბილი, ნაქსოვი სავარძლებითა და დივნებით, შთამბეჭდავი ბუხრით და ზაფხულის სასადილო ოთახით. იქიდან იშლება ულამაზესი ხედი მოვლილ გაზონზე, საცურაო აუზზე მოზაიკური ფსკერით და მწვანე ღობით, რომელიც სახლის ხმელთაშუა ზღვის თემატიკას აგრძელებს.

ხის პარკეტის იატაკით მოწყობილ სამზარეულოში განთავსებულია სასადილო ზონა ელეგანტური ვარდისფერი სკამით და მასიური მრგვალი მაგიდით, ხოლო კუნძულის ზემოთ დიზაინერებმა ჭურჭლის შესანახად ჩამოსაკიდი თარო დაამონტაჟეს - ეს ტექნიკა სივრცეს დამამშვიდებელ, რუსტიკულ ატმოსფეროს სძენს.

სახლის პირველ სართულზე ასევე არის დიდი მისაღები ოთახი, ნეოკლასიკურ სტილში გაფორმებული და სხვა ოთახები, მეორე სართულზე არის კერძო სივრცეები, მათ შორის საძინებელი სრული მისაღები ოთახით, ორი სველი წერტილით და ორი გასახდელი ოთახით (მამაკაცისა და ქალის). ხოლო ზედა, მესამე სართულზე არის სტუმრების ოთახები საკუთარი სველი წერტილებით. თუმცა, მფლობელებისა და მათი მეგობრების საყვარელი ადგილი იყო უზარმაზარი კინოთეატრი, წითელი ხავერდით გადახურული - დიდი ბუხრით, რომელიც მორთული იყო ჰოლივუდის ოქროს ხანის ცნობილი მსახიობების, და მუსიკოსების, როგორიცაა მაგალითად ნენსი სინატრა, ავტოგრაფებით.

2022 წლის მონაცემებით, ეს ქონება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ლოტად ითვლებოდა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ოსბორნებმა მისი გაყიდვა მოახერხეს - სასახლიდან ფოტოები რეგულარულად ჩნდება შერონის სოციალურ ქსელებში.


თუმცა, მუსიკოსმა უკანასკნელი დღეები დიდ ბრიტანეთში, ბაკინგემშირში გაატარა, სადაც ოსბორნებს აქვთ მამული სახელწოდებით "უოლდერს ჰაუსი", რომელიც მათ 1993 წელს შეიძინეს. ახლა ოზის გულშემატკივრებს კარიბჭესთან ყვავილებს მოაქვთ.


ველდერსის სახლი ბაკინგემშირის სოფელ ჯორდანსში მდებარეობს, ლონდონიდან დასავლეთით 35 კილომეტრში და 1898–99 წლებში ააშენა ბრიტანელი პოლიტიკოსის, ჩარლზ ტომსონ რიჩის სიძემ, მერვინ მაკარტნიმ. 1910 წელს სახლი, მის 100 ჰექტარიან მამულთან და მიმდებარე ფერმასთან ერთად, წმინდა ლუკას საავადმყოფომ ფშეიძინა სიქიკურად დაავადებულთათვის; ერთი წლის შემდეგ ფერმა გაიყიდა და საავადმყოფო მცირე ნერვული აშლილობების მქონე ქალბატონებისთვის გამოიყენებოდა. ომის დროს და მის შემდეგ ის მოხუცებულთა თავშესაფარiი იყო.

1980-იანი წლებიდან ველდერსის სახლი ბრიტანელ სპეცეფექტების რეჟისორსა და ორგზის ოსკაროსან ჯონ სტირსს ეკუთვნოდა, რომლისგანაც ის 1993 წელს ოზიმ და შერონ ოსბორნებმა შეიძინეს. მათ სახლს მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, ააშენეს კიდევ ერთი გზა, ჩოგბურთის კორტი და სპორტული დარბაზი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები