ნიკა წულუკიძის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ოჯახური რელიკვია

თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე და ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი ნი­კა წუ­ლუ­კი­ძე ოთხო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში მე­უღ­ლე თეკ­ლა კოს­ტა­ვა­სა და 2 წლის ქა­ლიშ­ვილ სე­სი­ლი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს... ულა­მა­ზეს ჭრელ, სა­ზაფხუ­ლო კა­ბა­ში გა­მოწყო­ბილ­მა სე­სი­ლი­ამ მშობ­ლებ­თან ერ­თად გვი­მას­პინ­ძ­ლა, მათ გვერ­დით, თა­ვის პა­ტა­რა სკამ­ზე მო­კა­ლათ­და და “ში­ნის­თ­ვის” ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღო...

- ეს ბი­ნა დი­დი ხა­ნია გვაქვს და რო­ცა ოჯა­ხის შექ­მ­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­რე­მონ­ტე და მო­ვაწყ­ვე. დი­ზა­ი­ნე­რი არ მყო­ლია. სა­ერ­თოდ, რეტ­რო სტი­ლი მიყ­ვარს. ჩემ­თ­ვის სახ­ლი სიწყ­ნა­რე­სა და სიმ­შ­ვი­დეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც კედ­ლე­ბი სა­დაა, მაქვს ბევ­რი ნა­ხა­ტი, რომ­ლე­ბიც კარგ გან­წყო­ბა­ზე მა­ყე­ნებს და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით მავ­სებს. ავე­ჯიც

ჩე­მი არ­ჩე­უ­ლია. ხის სა­ვარ­ძ­ლე­ბი და ვინ­ტა­ჟის სტილ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კა­რა­და ბორ­ჯომ­ში წა­სა­ღე­ბად ვი­ყი­დე, მაგ­რამ თეკ­ლა ცო­ლად რომ მო­ვიყ­ვა­ნე, მო­ე­წო­ნა და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, თბი­ლის­ში დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. ძველ­მო­დუ­რია და კარგ გან­წყო­ბას მიქ­მ­ნის.



- რა არის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა, რაც მუ­შა­ო­ბის­გან გა­დაღ­ლილს შინ უნ­და გხვდე­ბო­დეს?
- სიმ­შ­ვი­დე. შინ ათი წუ­თით რომ დაჯ­დე და და­ის­ვე­ნო, სულ სხვა ენერ­გი­ით ივ­სე­ბი. ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს სა­წო­ლის მი­მართ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­დე­ნად არი­ან შეჩ­ვე­უ­ლი სა­კუ­თარ ლო­გინს, სხვა­გან დარ­ჩე­ნა და ძი­ლი არ შე­უძ­ლი­ათ. მეც ასე ვარ, ჩე­მი სიმ­შ­ვი­დე და მყუდ­რო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია. მარ­თ­ლაც მშვე­ნი­ე­რი სიტყ­ვაა “სიმ­ყუდ­რო­ვე”.

- რო­გორც ჩანს, ასე­თი­ვე დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ ნა­ხა­ტებს...
- დი­ახ, ნა­ხატს შე­უძ­ლია, დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს რო­გორც სახ­ლის გა­რე­მო­ზე, ისე პი­როვ­ნე­ბა­ზე. თუ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რი მე­გობ­რე­ბი გყავს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებს გჩუქ­ნი­ან, ეს ხომ კი­დევ ერ­თი ფუ­ფუ­ნე­ბაა. ახ­ლა­ხან ქალ­ბა­ტონ­მა მე­დეა კე­ი­დი­ამ მა­ჩუ­ქა თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი “ან­გე­ლო­ზე­ბი”. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი ოჯა­ხის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი ზუ­რა გო­მე­ლა­უ­რი, შინ მი­სი ნა­მუ­შე­ვა­რიც მაქვს.



2015 წლის 13 ივ­ლი­სის სტი­ქი­ი­სა და ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ზუ­რამ და­მი­რე­კა, მო­დი, შე­ნი პორ­ტ­რე­ტი დავ­ხა­ტე და უნ­და გად­მოგ­ცეო. მი­ვე­დი და დამ­ხ­ვ­და ბე­ჰე­მო­თი ბე­გი. მითხ­რა, ისე­თი კე­თი­ლი თვა­ლე­ბით იყუ­რე­ბა, შენ ხა­რო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ზუ­რამ ასეთ კე­თილ­შო­ბი­ლად და­მი­ნა­ხა და ეს ნა­ხა­ტი მა­ჩუ­ქა (ი­ღი­მის).

ასე­ვე მაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვ­რე­ბის: ქე­თი მა­ტა­ბე­ლის, და­რე­ჯან სე­ფის­კ­ვე­რა­ძის, პი­კო ნი­ჟა­რა­ძის, თენ­გიზ მირ­ზაშ­ვი­ლის (ჩუბ­ჩი­კას) ნა­მუ­შევ­რე­ბი. აქ­ვეა უშან­გი ყუ­მა­რაშ­ვი­ლის, და­თო ბროც­კის, მა­მუ­კა ცეცხ­ლა­ძის, გია ბუ­ღა­ძის, გო­ი­კა გე­გეჭ­კო­რის ტი­ლო­ე­ბიც. გი­ორ­გი კა­ლან­დი­აც მა­მა­რა­გებს ნა­ხა­ტე­ბით - ჩუბ­ჩი­კას და გო­ი­კა გე­გეჭ­კო­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი მან მი­სახ­სოვ­რა.

ნა­ხა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ ამ­ბავს გი­ამ­ბობთ: შე­რო­ზი­ას ქუ­ჩა­ზე, ჩვენს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და ბერ­ძე­ნი მხატ­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნი სი­მა ტო­პუ­ზი­სი - “წუ­ნა და წუ­წუ­ნას”, “ჩხიკ­ვ­თა ქორ­წი­ლი­სა” და სხვა მრა­ვა­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის ნა­ხა­ტე­ბის ავ­ტო­რი. ის ახ­ლა­ხან სა­ლო­ნიკ­ში, 111 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დიდ პა­ტივს სცემ­დ­ნენ რო­გორც ჩვენ­თან, ისე სა­ბერ­ძ­ნეთ­შიც. 1995 წლის 25 აპ­რილს, 9 წლის რომ გავ­ხ­დი, ქალ­ბა­ტონ­მა სი­მამ თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი მა­ჩუ­ქა. მა­შინ მითხ­რა, შენ თუ კარ­გი მხატ­ვ­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას მო­ა­ხერ­ხებ, სწავ­ლას ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეძ­ლე­ბო. მარ­თა­ლია, “ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტი” ჩემ­თ­ვის რუს­თა­ველ­ზე თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი აღ­მოჩ­ნ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბით მო­ვე­კი­დე ნა­ხა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბას და ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, რო­მე­ლი­მეს შე­ვე­ლიო. ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სიმ­დიდ­რე ნა­ხა­ტე­ბია.

ასე­ვე მინ­და ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო წუ­ლუ­კი­ძე­თა გერ­ბ­ზე. მა­მა­ჩემ­მა მო­ი­ძია წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის ძვე­ლი გერ­ბი და შე­ვე­ცა­დეთ, მის მი­ხედ­ვით აღ­გ­ვედ­გი­ნა. დე­დას მარ­გა­ლი­ტის მძი­ვი და­ვუ­შა­ლეთ და ჩვე­ნი შტოს საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბი მე და მა­მამ ჩვე­ნი ხე­ლით მოვ­რ­თეთ.



- ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ, რა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა ჭარ­ბობს? ჩე­მი აზ­რით, თე­ატ­რა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა...
- რომ გითხ­რა, დე­ტექ­ტი­ვე­ბი-მეთ­ქი, და­მი­ჯე­რებ (ი­ღი­მის)?! რა თქმა უნ­და, ჩე­მი ბიბ­ლი­ო­თე­კა მეტ­წი­ლად მე­მუ­ა­რუ­ლი და თე­ატ­რა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან შედ­გე­ბა და ასე­ვე მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სხვა­დას­ხ­ვა ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­გან. აქ­ვეა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა, “ქარ­თუ­ლი პრო­ზის” ტო­მე­ბი. ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა დე­და­ჩე­მის შეგ­რო­ვე­ბუ­ლია, გა­მო­წე­რი­ლი ჰქონ­და და აუცი­ლებ­ლად ორ-ორს ყი­დუ­ლობ­და, ჩემ­თ­ვის და ჩე­მი და ქრის­ტის­თ­ვის. დღეს უკ­ვე უამ­რა­ვი წიგ­ნი გვაქვს, ვერ­სად ვა­ტევთ. ძა­ლი­ან ცო­ტა ოჯახ­ში მი­ნა­ხავს ამ­დე­ნი წიგ­ნი. კარ­გი წიგ­ნის კითხ­ვას რა ჯო­ბია, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით ვერ ვა­ხერ­ხებ და ვერ ვამ­ბობ, აბა, ის დღე რა დღე არის, თუ წიგ­ნი არ წა­ვი­კითხე-მეთ­ქი. სამ­წუ­ხა­როდ, კითხ­ვის­თ­ვის დრო ხში­რად არ მრჩე­ბა, რად­გან ზოგ­ჯერ ისე­თი დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი შინ, აბა­ზა­ნა­ში შე­სუ­ლი, სა­რეცხ მან­ქა­ნა­ზე ვი­ძი­ნებ, სა­წო­ლი მგო­ნია.

- ალ­ბათ, ამ წიგ­ნებ­ში ბევ­რია თა­ვად ავ­ტო­რის ნა­ჩუ­ქა­რი…..
- დი­ახ, გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­სო­ვა­რი, რომ­ლე­ბიც დღეს ჩვენ­თან აღარ არი­ან. თან ყვე­ლას ავ­ტოგ­რა­ფი ახ­ლავს, ასე­თე­ბია: მი­შა ქვლი­ვი­ძის, ოთარ ჭი­ლა­ძის, ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის, ზი­ნა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძის, გუ­რამ სა­ღა­რა­ძის, გი­გა ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის, კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძის და სხვა­თა წიგ­ნე­ბი... ბა­ტო­ნი ვა­სო კიკ­ნა­ძის ათამ­დე წიგ­ნი მაქვს და თი­თო­ე­ულ­ზე მი­სი ავ­ტოგ­რა­ფია. ეს წიგ­ნე­ბი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია.



- რო­მელს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, კორ­პუ­სის ბი­ნას თუ სა­კუ­თარ სახლს?
- ძა­ლი­ან მინ­და, სად­მე თბი­ლის­ში ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი მქონ­დეს. აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე, თბი­ლი­სურ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დე და მიყ­ვარს ის გა­რე­მო. ახ­ლა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კორ­პუ­სის ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ და ვერ ვე­გუ­ე­ბი აქა­უ­რო­ბას, ზო­გა­დად არ მიყ­ვარს კორ­პუ­სის ბი­ნე­ბი.

- ნი­კა, თბი­ლის­ში შე­ნი ბე­ბია-პაპა სა­კუ­თარ, ეზო­ი­ან სახ­ლ­ში ცხოვ­რო­ბს, სა­დაც ბავ­შ­ვო­ბის დი­დი ნა­წი­ლი გაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. თუ გე­ხერ­ხე­ბა ბაღ-ბოს­ტან­ში ტრი­ა­ლი, მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა?
- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე­ხერ­ხე­ბა და მსი­ა­მოვ­ნებს კი­დეც მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე სახ­ლის აივა­ნი სავ­სე გვქონ­და ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბით, რომ­ლებ­საც ყვე­ლა ერ­თად ვუვ­ლი­დით. ახ­ლა მე და ჩემს მე­უღ­ლეს შინ ერ­თი ქოთ­ნის ყვა­ვი­ლიც არ გვაქვს. მხო­ლოდ შო­ბის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას, წი­თელ “შო­ბის ვარ­ს­კ­ვ­ლავს” ვყი­დუ­ლობთ ხოლ­მე, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე ჭკნე­ბა. სხვა­თა შო­რის, ნე­ბის­მი­ერ ხეს მერ­ქ­ნი­სა და ფოთ­ლის მი­ხედ­ვით “ვცნობ”. ზო­გის­თ­ვის ყვე­ლა სიმ­წ­ვა­ნე უბ­რა­ლოდ ხეა, მე კი შე­მიძ­ლია ნე­ბის­მი­ერ­ზე გითხ­რათ, რო­მე­ლი რა მცე­ნა­რეა.

იხილეთ კიდევ ბევრი ფოტო ნიკა წულუკიძის სახლიდან

ანა კალანდაძე

 

კომენტარები

თბილისელი 2017-07-14 10:41
აბა სახლი?
ლელა 2017-02-14 22:04
ძალიან პოზიტიური ადამიანი
manana 2017-02-14 14:45
ძალიან კარგი ადამიანი ძალიან მიიყვარს..
manana 2017-02-14 14:44
gaixaret...
გიორგი 2017-02-05 01:00
გაიხარეთ და გამრავლდით, იმრავლოს საქართველოში ასეთმა ოჯახებმა!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები