მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე წლებია, მარტო ცხოვრობს თავის ბინაში, რომელიც თავისივე გემოვნებით მოაწყო. ბინაში ღია ფერები სჭარბობს. მისაღები მოთეთრო-ნაცრისფერშია გადაწყვეტილი. კედლებზე ნინოს საყვარელი მსახიობების გამოსახულებებია - ოდრი ჰეპბერნის და მერილინ მონროს პორტრეტები. ნინოს სახლში მისი საყვარელი ეპოქის - 50-60-იანი წლების სტილი იგრძნობა, თანამედროვეობასთან შერწყმული.
ჰოლში თაროებია ნინოს საყვარელი წიგნებით, სუვენირებით და ხატების კუთხე. მას მისაღები ოთახი მოჰყვება.
სამზარეულოს ქვის კედლის გამოსახულების მქონე შპალერი განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
ისევ მისაღები - ნაცრისფერი კუთხით და დეკორირებული კედლით.
ნინომ უმასპინძლა გადაცემას "60 კითხვა ინტერიერში". იხილეთ ვიდეო
კომენტარები