რევაზ არველაძისა და თეონა თავართქილაძის ბინა მოდერნისტულ სტილშია გადაწყვეტილი. ძირითადად თეონას გემოვნებით არის სახლი დაგეგმილი და მისი დიზაინერული ხედვა იგრძნობა საერთო ინტერიერშიც და დეტალებშიც. ზედმეტი არაფერია და ყველაფერი დახვეწილად და ფუნქციონალურად არის გადაწყვეტილი.
კომფორტული და სადა ფერებში გადაწყვეტილი მისაღებიდან გასაწევი კარით გადიხართ სასადილო ოთახში, რომელიც სამზარეულოსთან არის შერწყმული და როგორც თეონა ამბობს, იქ მასპინძლობს ხოლმე მეგობრებს.
მისაღებიდან გადიხართ ასევე ლამაზ აივანზე, რომელიც კომფორტული მოსასვენებელი ადგილია.
აბაზანაში ყველაზე შთამბეჭ
თეონას და რეზის საძინებელს თეონას საგარდერობე ოთახი ერწყმის. ასევეა ბავშვების ოთახი, რომელსაც თავისი საგარდერობე სივრცე აქვს.
სახლის ინტერიერში ძირითადად თეთრი, კრემისფერი, ღია ფერები ჭარბობს. ასევე დახვეწილი და ერთმანეთთან შეხამებულია ჭურჭელი. სახლი მნახველზეც დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს.
კომენტარები