სტუმრად თორნიკე გოგრიჭიანისა და ნინო ქორიძის მყუდრო ბინაში

ქართული OK! სუპერპოპულარული ტელესერიალის "ხელოვნური სუნთქვა" მთავარ სახეს – მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანს და მის უმშვენიერეს მეუღლეს – ასევე მსახიობ ნინო ქორიძეს მყუდრო ბინაში ეწვია. თორნიკემ და ნინომ სიამოვნებით გვიამბეს პირადი ცხოვრების, საქმიანობისა და პატარა შვილის შესახებ, რომლის სამსახიობო დებიუტი სულ ახლახან შედგა – ის მამასთან ერთად თამაშობს სერიალში.

- თორნიკე, ნინო, მკითხველს ძალიან აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება. თუ შეიძლება, მოგვიყევით როგორ და სად მოხდა თქვენი გაცნობა?
(თორნიკე): 6 წლის წინ იყო ასეთი სერიალი – "გოგონა გარეუბნიდან", სადაც ორივე ვთამაშობდით და

სწორედ იქ შევხვდით. ერთმანეთი შეგვიყვარდა და გადავწყვიტეთ ერთად ვყოფილიყავით. წლების გასვლასთან ერთად ვხვდებით, რომ ორივეს სწორი ნაბიჯი გადაგვიდგამს.
(ნინო): თორნიკე თავიდანვე მომეწონა. შემდეგ საკმაოდ სწრაფად განვითარდა ჩვენ შორის ურთიერთობა. ბევრი არ გვიფიქრია, ყველაფერი თავისთავად მოხდა.

- როგორ ფიქრობთ, რა მსგავსება და რა განსხვავებაა თქვენ შორის?
(თორნიკე): საკმაოდ განსხვავებულები ვართ, და სწორედ ისაა საინტერესო, რომ ორი განსხვავებული ადამიანი ერთად თავსებადია. ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება. ერთნაირები რომ ვიყოთ, ვფიქრობ, განზიდვის კანონი იმოქმედებდა. შესაძლოა ვთქვა, რომ თუკი ჩვენ შორის არის მსგავსება, ეს არის სიმშვიდის მიმართ სწრაფვა.
(ნინო): მე და თორნიკე საკმაოდ განსხვავებულები ვართ. ვფიქრობ, მოვლენებისა და საერთო ინტერესების მიმართ გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება. შემოქმედებით, პროფესიულ საკითხებზე თითქმის ერთნაირი შეხედულებები გვაქვს. სხვა მხრივ, ნამდვილად არ ვგავართ ერთმანეთს.


- ნინო, ამჟამად რას საქმიანობთ?
პერიოდულად გარკვეულ პროექტებში ვმონაწილეობ ხოლმე. სულ ახლახან ვიმუშავე მოკლემეტრაჟიან ფილმზე პირველი არხისთვის. ფილმს "დღეები და ღამეები" ჰქვია, და აკა მორჩილაძის ნოველების მიხედვით არის გადაღებული. სექტემბერში გამოვა.

- თორნიკე, რას ნიშნავს იყო იდეალური მამა? არსებობს თუ არა საერთოდ იდეალური მამის მოდელი?
(თორნიკე): "იდეალური" პირობითი ცნებაა. მე მგონია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მაქსიმალურად აჰყვე შვილს მის მოქმედებებსა და მოთხოვნილებებში – ცხადია ადეკვატურობის ფარგლებში. მნიშვნელოვანია შეუქმნა თავისი რეალური, თავისუფალი სივრცე და მიაწოდო სიყვარულის ის დოზა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი გაიზარდოს. მე ყოველდღიურად ვპოულობ საინტერესო ნიუანსებს ჩემს შვილში განაგრძეთ კითხვა


კომენტარები

ლელოლელო 2016-10-03 15:38
სიყვარულიტ სავსე ოჯახი...მეტი სიმდიდრე არ არსებობს...ბედნიერები იყავიტ...არაჩვეულებრივი დედა ყავდა...იდიალური ოჯახი...იხარეტ ...
manana 2016-09-30 17:01
arachveulebrivi wyvilia!
izi 2016-09-23 02:15
vityodi - Raribuli bina
ir ina 2016-09-03 17:23
aba bina?
nino 2016-09-02 14:24
sad aris aq myudro bina?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები