გივი სიხარულიძის ბინაში, რომლის დიზაინიც მის რძალს ეკუთვნის, ძირითადი ფერი თეთრია. ამ ფერშია გადაწყვეტილი ჰოლი, რომელიც სახლის პატრონის ფოტოებითა და პორტრეტებით არის მორთული და სასტუმრო ოთახიც, ასეთივე ფერის არის სამზარეულო.
სახლში ბატონი გივის ნივთებთან ერთად, მისი კოლექციებია - ჩიბუხების და ვიოლინოების კოლექცია.
სასტუმრო ოთახში ცენტრალური ადგილი უჭირავს ბუხარს, კედელზე კი - ბატონი გივის გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტს.
აბაზანაში ასევე თეთრი და ნაცრისფერია უპირატესი. აბაზანაში განსაკუთრებულ ადგილს დასაკიდი ტელევიზორი იკავებს, რომელსაც შხაპის მიღების დროს ადევნებს თვალს მასპინძელი.
კომენტარები