რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?

 ყოფილი მოდელის და ახლა უკვე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის პიარმენეჯერის, ანა კოშაძის ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ უარი თქვა თბილისის პრესტიჟულ უბანში ცხოვრებაზე და სახლი ქალაქთან ახლოს აიშენა. კაკლები - ასე ჰქვია იმ უბანს, სადაც ანა მეუღლესთან, ორ შვილთან და საყვარელ ცხოველებთან ერთად დასახლდა. ეს გახლავთ ადგილი წყნეთსა და ბაგებს შორის, სუფთა ჰაერითა და კარგი ხედით. ანამ სადად, მაგრამ ლამაზად მოწყობილ სახლში კარგი მეგზურობა გაგვიწია და შვილებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

- დიდი ხანია, ჩემს ქმარს აქ ნაკვეთი აქვს, სულ გვინდოდა, რომ სახლი

აგვეშენებინა, დავიწყეთ, ნელ-ნელა დავადგით თავი ყველაფერს და გადმოვედით კიდეც. წელიწადის ყველა სეზონი აქ განსაკუთრებულად სასიამოვნოა. მეკითხებიან ხოლმე, - შორი არაა ქალაქიდან, არ გიჭირს სიარულიო? მაგრამ როცა მანქანა გყავს, არაფერია რთული, საერთოდ არ მიჭირს და არც დისცომფორტს მიქმნის. სამსახურიდან რომ ამოვდივარ და მანქანიდან გადმოსული ამ ჰაერს ჩავისუნთქავ, ეს ღირს ყველაფრად.
ულამაზეს ეზოში ორსართულიანი სახლი დგას. პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები, სამზარეულო და კაბინეტი, მეორეზე – სამი საძინებელი, ორი აბაზანა და ვერანდა...


- მე და ჩემი მეუღლე ჩართულები ვიყავით დაგეგმარებაში, რემონტში, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ისევ მუშაობის პროცესში ვართ.

სახლს მწვანედ მობიბინე დიდი ეზო აკრავს გარს. ოჯახის წევრებს უკვე ხეხილიც დაურგავთ, ძაღლებისთვის ცალკე სამყოფელი მოუწყვიათ. მწვანე მოლზე მრგვალი მაგიდაც დაუდგამთ.
- დიდი ეზო გვაქვს, მისი მოვლა და გალამაზება არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც შორიდან ჩანს. ყვავილები მზემ გაგვიხმო, ახლა ხეებზე ვნერვიულობ. სიმართლე გითხრა, აქამდე არანაირი სურვილი არ მქონია, ბოსტანი მქონოდა, მაგრამ წელს მომინდა. ჩვენი ხეებისგან წელს მწირი, მაგრამ ნატურალური ნაყოფი რომ მივიღეთ, ძალიან გაგვიხარდა და სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, საკუთარ ეზოში მოვიყვანო ის, რისი შესაძლებლობაც მექნება. ეზოში დაგეგმილი გვაქვს დიდი აუზის გაკეთება, იმედია, მოვაბამთ თავს.
სახლის მშენებლობისას მინდოდა, დიდი ვერანდა გვქონოდა და გავაკეთეთ კიდეც, მაგრამ რეალურად ნაკლებად ვიყენებთ, ცოტა უფუნქციოდ დაგვრჩა, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ეზო გვაქვს და მაინც აქ გვირჩევნია. 4 წელია აქ ვცხოვრობთ და ბედნიერი ვარ, როცა ყოველ დილით საშინაოდ გამოწყობილს, გაუპრანჭავ-მოუკაზმავს შემიძლია ბავშვებთან ერთად ეზოში გამოსვლა. აქვე მშვენიერი ტყეც გვაქვს, საპიკნიკოდ არაჩვეულებრივი ადგილია.

 სახლის და ეზო-კარის ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში

კომენტარები

ნიკა 2016-11-03 20:24
ვწეროთ ქართულად ქართველებო!
sandro 2016-10-19 13:44
xumrobt wynetshi cxovrebaze magari raunda iyos ?
cjbaskjbdc 2016-10-04 15:28
cudi shekitxva iyo, tkven ar gcodniat "kaklebi"-is prestijulobis ambavi... :) me ar mikvirs ratom gacvala
lali 2016-10-04 12:14
zalian magaria....gmertma mshvidobashi moaxmarot, mec maqvs ezoiani saxli tbilisshi... minda qalaqgaretac mqondes, araferi jobia sheni saxlis ezoshi yofnas....vusurveb warmatebebs axalgazrda ojaxs.
nica 2016-10-01 15:03
Tu ar gainteresebs nu kitxulob!

კომენტარის დამატება