თეთრეულის ან პირსახოცების რეცხვა დიასახლისებისთვის რთული რიტუალია. ეს ნივთები ძირითადად, ღია ფერისაა და მათი გაქათქათება მეტ ძალისხმევას მოითხოვს. გარდა იმისა რომ რეცხვის პროცესი დამღლელია, მათ გამძლეობაზეც უნდა იზრუნოთ - ხშირი წურვა სარეცხის მანქანაში საკმაოდ ულახავს პეწს. გასწავლით როგორ უნდა გარეცხოთ პირსახოცები და რა სიხშირით.
უსიამოვნო სუნი
ყოველდღიურად, შხაპის მიღების შემდეგ ჩვენი სხეულიდან 100 0000 კანის უჯრედი ჩამოირეცხება. უსიამოვნო სუნი გაუჩნდება პირსახოცს, თუ გამოყენების შემდეგ კარგად არ გააშრობთ. ნუ დაგავიწყდებათ - გამოყენებული პირსახოცი აბაზანის ნოტიო გარემოში კი არ უნდა გააშროთ, არამედ სუფთა
რა სიხშირით უნდა გაირეცხოს პირსახოცები?
ჰიგიენის სპეციალისტები გვირჩევენ, აბანის პირსახოცი მესამე გამოყენების შემდეგ გავრეცხოთ; ხოლო პირისა და სამზარეულოსი - ყოველ მესამე დღეს. ხოლო თუ პირსახოცს უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, მესამე ჯერზე გამოყენებას ნუ დაელოდებით.
გამოვიყენოთ თუ არა სარეცხი კონდიციონერი?
რა თქმა უნდა კონდიციონერი პირსახოცებს არბილებს, მაგრამ შეწოვის უნარს უქვეითებს და ამიტომ მის გამოყენებას არ გირჩევთ. თუმცა თუ ძალიან გინდათ, იშვიათად, დაახლოებით თვეში ერთხელ შეიძლება.
როგორ უნდა ვრეცხოთ პირსახოცები?
აუცილებლად მაღალ ტემპერატურაზე, მინიმუმ 60 გრადუსზე გარეცხეთ. გამოიყენეთ მათეთრებელი ფხვნილი, გელი ან სხვა სარეცხი საშუალება. თუ თეთრი პირსახოცია და არ გაქვთ იმედი, რომ მანქანა იდეალურად გარეცხავს, წინასწარი დალნბობის ხერხი გამოიყენეთ: მდუღარე წყალში ჩაყარეთ მათეთრებელი ფხვნილი და ცოტა სარეცხი ფხვნილი. ჩაალბეთ პირსახოცები და გააჩერეთ სანამ არ გაგრილდება. შემდეგ ამოწურეთ და მანქანაში გარეცხეთ.
პირსახოცების რეცხვისას მოერიდეთ რეცხვის სწრაფ რეჟიმს და ეცადეთ ორჯერ გაავლოთ.
წურვა
პირსახოცებს სირბილე რომ შეუნარჩუნოთ, 800 ბრუნზე მეტს ნუ აირჩევთ. მართალია, გაშრობას მეტი დრო დასჭირდება, სამაგიეროდ, უფრო ფაფუკი იქნება და მეტ ხანსაც გაგიძლებთ.