ასე აკეთებენ ელიტურ რესტორნებში მზარეულები - ხრიკები, რომ თქვენი შენახული პროდუქტი ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს

ყველა დიასახლისს ჰქონია შემთხვევა, როდესაც შეუხედავს მაცივარში და დაუნახავს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია ან გაფუჭების ზღვარზეა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი შემთხვევები და აღარ მოგიწიოთ ხილისა და ბოსტნეულის დროზე ადრე გადაყრა, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

როგორ შევინახოთ პროდუქტი მაცივარში



1. ბულგარული წიწაკა
გამოცდილმა მზარეულებმა კარგად იციან, რომ ბულგარულ წიწაკას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, თითოეული წიწაკა ქაღალდში უნდა გაახვიოთ და ისე უნდა მოათავსოთ მაცივარში



2. მარწყვი
მარწყვის შენახვის დროს, რა თქმა უნდა, თითოეულ კენკრას ქაღალდში ვერ გაახვევთ, ამ პროდუქტის შესანახად საკმარისია ჭურჭლის ძირში, რომელშიც

კენკრას მოათავსებთ, ჩააფინოთ ქაღალდის ხელსახოცი.



3. ბადრიჯანი
ბადრიჯანი ძალიან მგრძნობიარეა სინათლის და ტემპერატურის მიმართ. მოათავსეთ ის მაცივარში და ზემოდან რამე გადააფარეთ. ასე შენახული ბადრიჯანი ინახება მხოლოდ ერთი თვე. შემდეგ ის ჭკნება.



4. კიტრი
მაცივარში კიტრი 2-3 დღე უპრობლემოდ ინახება. თუ უფრო დიდი ხნით აპირებთ მის შენახვას, მოათავსეთ ის პოლიეთილენის ცელოფანში, არ მოუკრათ თავი და გადააფარეთ სველი მარლა.



5. პომიდორი
პომიდორი აუცილებლად ბოსტნეულის განყოფილებაში უნდა შეინახოთ. დაალაგეთ პომიდორი ყუნწით ზემოთ და თითოეულს გვერდით ჩაუფინეთ ქაღალდი.



6. სტაფილოიმისათვის, რომ სტაფილო 14 დღის განმავლობაში შეინახოთ, დაგჭირდებათ ჩვეულებრვი წყალი. ჩაასხით კონტეინერში ცოტაოდენი წყალი, ჩაალაგეთ მასში კარგად გარეცხილი სტაფილო და ისე შეინახეთ მაცივარში. ასე ინახავენ თურმე მას რესტორნებში.


7. ბოლოკი
ბოლოკის ქორფად შენახვა 7 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. საამისოდ თქვენ დაგჭირდებათ მინის ქილა პოლიეთილენის თავსახურით და წყალი. ჩაასხით ქილაში 2 სუფრის კოვზი წყალი, ჩაალაგეთ ბოლოკი და დაახურეთ თავზე.



8. ავოკადო
თუ ისეთი ავოკადო შეიძინეთ, რომელსაც დამწიფება აკლია, მოათავსეთ ნაყოფი ქაღალდის პაკეტში და ერთი კვირით ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. როდესაც ნაყოფი კარგად დამწიფდება, მოათავსეთ პოლიეთილენის ცელოფანში, მოუკარით თავი და შედეთ მაცივარში.



9. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო
ეს ბოსტნეული ძალიან კარგად ეგუება წყალს. მოათვსეთ ის წყალში და დააფარეთ სველი მარლა. არ დაგავიწყდეთ წყლის რეგულარულად გამოცვლა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები