ალბათ ეს ყველა დიასახლისს მოსვლია, თქვენ დაალაგეთ სახლი, განსაკუთრებით კარგად სამზარეულო, ყველაფერი მოაწესრიგეთ, მაგრამ უსიამოვნო სუნი ვერაფრით მოიშორეთ. ეს სუნი კანალიზაციის მილებიდან ამოდის. მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები ყველანაირად უფრთხილდებიან სამზარეულოს ნიჟარას და ცდილობენ, მინიმუმადე დაიყვანონ მასში საჭმელების ნარჩენების მოხვედრა, ამის თავიდან აცილება მაინც შეუძლებელია. საჭმლის ნარჩენები მაინც ხვდება თქვენს ნიჟარაში, შემდეგ ლპება და უსიამოვნო სუნიც სწორედ ამიტომ დგება.
ჩვენ მოგცემთ რამდენიმე ძალიან მარტივ და იაფ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.
ლომონი და სოდა
ეს ორი ინგრედიენტი ყველა სამზარეულოში მოიძებნება.
სოდა და ძმარი
სანტექნიკის ექსპერტები გვირჩევენ, მსგავსი პრობლემის არსებობის დროს თავი შევიკავოთ ძლიერი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისგან, რომლებიც ასე მრავლად იყიდება მაღაზიებში. გეთანხმებით, ეს საშუალებები ერთი შეხედვით ძალინ ეფექტურია, თუმცა რეალურად ის საფრთხეს უქმნის არა მარტო თქვენს მილებს, არამედ აბინძურებს გარემოსაც. არსებობს პრობლემის მოგვარების ბუნებრივი და აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდი, ლიმონი და ძმარი.
ნახევარი ჭიქა სოდა ჩაყარეთ ნიჟარაში, დაასხით ძმარი, ამ ნივთიერებს შორის დაიწყება რეაქცია. დააცადეთ ხუთი წუთი, შემდეგ მოუშვით ცხელი წყალი დაახლოებით 30 წამის განმავლობაში. თუ სუნი არ გაქრა, ეს პროცედურა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ.
ლიმონი და ძმარი
გაყინული ლიმონი და ძმარი დაგეხმარებათ მილების სუფთად შენახვაში. ეს წმენდის სამმაგად ეფექტური საშუალებაა. ყინულის კუბები ნელ-ნელა დადნება, რაც გამოიწვევს სასიამოვნო არომატს, სანამ დადნება, ყინული შეაღწევს ცხიმის ნებისმიერ, ძნელად მისადგომ გროვასთან, ძმარი კლავს მავნე ბაქტერიებს, ლიმნის უხეში კანი კი მილების წმენდას შეუწყობს ხელს. ნატურალური ციტრუსის წვენი მშვენიერ არომატს გაუშვებს.
მომზადება კი ასე შეგიძლიათ. დაჭერით ლიმონი პატარ-პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ყუნულის კონტეინერში, დაასხით ძმარი და გაყინეთ.
თითო კუბი რამდენიმე დღეში ერთხელ მოათავსეთ ნიჟარაში და ჩარეცხეთ ცივი წყლით.
საერთოდ, ეცადეთ, სანამ გასარეცხ ჭურჭელს ნიჟარაში ჩაალაგებთ, ჯერ გაასუფთავოთ ნაგვისგან. თუ ეს ჩვევად გამოგიმუშავდებათ, მილის გაჭედვა და უსიამოვნო სუნი ისე ხშირად აღარ შეგაწუხებთ.