სახლში ხალიჩა თითქმის სულ გასაწმენდია, მით უმეტეს, თუ ბავშვები გყავთ. შოკოლადის, წვენის, ჩაისა თუ კაკაოს ლაქებს მტვერსასრუტი ვეღარაფერს უშველის. რით შეიძლება გავასუფთაოთ ხალიჩა?
ძმარი
თუ გინდათ, მთელი ხალიჩა გაასუფთაოთ და გააახლოთ, მონამეთ ძმრით. დატოვეთ ცოტა ხნით და შემდეგ მტვერსასრუტით აწმინდეთ.
ღვინის ლაქა
ახალდაქცეული ღვინის ლაქა ჯერ დაასველეთ, შემდეგ სველი ღრუბლით გაწმინდეთ. ამის მერე დააწვეთეთ ხალიჩების საწმენდი საშუალება, ლაქების ამომყვანი ან ძმარი დაასხით. შემდეგ ამოწმინდეთ. ძველი ლაქა სპეციალური ლაქების ამომყვანით რამდენჯერმე უნდა დაამუშაოთ.
შოკოლადის ლაქები
შოკოლადი ჯერ უნდა ააფხიკოთ ხალიჩიდან რაიმე
თუ ძალიან მდნარი და გაგლესილი ლაქაა, ეცადეთ ზემოდან რაიმე გაყინული დაადოთ. გამაგრებული შოკოლადის ლაქა უფრო ადვილი ამოსაყვანი იქნება. ამის შემდეგ დაასხით ლაქის ამომყვანი სითხე. საერთოდ, ნებისმიერი ლაქის ამომყვანი საშუალება ჯობია წინასწარ გამოსცადოთ მსგავს ზედაპირზე, რათა სიურპრიზებისგან დაზღვეული იყოთ. ოღონდ გამოსცადეთ არა ხალიჩის წმენდამდე 5 წუთით ადრე, არამედ წინა დღეს (საჭიროა ამ სითხის კვალი მეორე დღესაც ნახოთ, ფერი ხომ არ შეუცვალა ქსოვილს).
შოკოლადის ლაქის ამოსაყვანად ეს ვარიანტიც სცადეთ: დაასხით ლაქას სპირტი. ის ცხიმს გაალღობს და უფრო ადვილად ამოსაყვანს გახდის. დაასველეთ ხელსახოცი სპირტით და დააჭირეთ ლაქას. შეგიძლიათ ხელსახოცის ზემოდან კოვზით "ფხიკოთ". თუ ხელსახოცი ძალიან დაისვარა, შეგიძლაით შეცვალოთ და იგივე პროცედურა გაიმეოროთ.
ცხიმიანი ლაქა
დააყარეთ ლაქას მსხვილად დაფქული მარილი, გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ მტვერსასრუტით აწმინდეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.