როგორ უნდა მოუაროთ ხის ავეჯს და როგორ უნდა გაწმინდოთ?

ხის მასიური ავეჯი ძალიან ეფექტურად და ლამაზად გამოიყურება, თუმცა სათანადო მოვლას საჭიროებს. თუ მასიური ხის ავეჯის შეძენას გადაწყვეტთ, მზად იყავით მისი საკმაოდ სერიოზული მოვლის პროცესისთვის. ხის ავეჯის წმენდის რამდენიმე წესი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენს ავეჯს მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ პირვანდელი სახე.
პირველ რიგში, დაივიწყეთ ნებისმიერი საწმენდი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ბენზინს, აცეტონს ან სხვა მსგავს ნივთიერებებს. მართალია, ამ საშუალებებს ხშირად იყენებენ სხვა სახის ავეჯის წმენდის მიზნით, თუმცა ხის ავეჯის გასაწმენდად არ გამოგადგებათ. თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური საშუალებები, რომლებიც არცთუ იაფი ღირს, თუმცა ძალიან ეფექტურია.

ექსკლუზიური ხის ავეჯის დამზადებისას იყნებენ ძვირად ღირებულ ხის მასალას, რომელსაც აუცილებლად უკეთებენ პოლირებას. მსგავსი სახის ავეჯის შეძენისთანავე წესად უნდა გაიხადოთ ისეთი საწმენდი საშუალებების გამოყენება, რომელიც რეკომენდებული იქნება პოლირებული ავეჯისთვის.


ხის ავეჯის საწმენდად დაგჭირდებათ სპეციალური ნაჭერიც, გირჩევთ ზამშეს გამოყენებას. პირველად ავეჯი წყალში დასველებული ასეთი ნაჭრით უნდა გაწმინდოთ, ხოლო შემდეგ კარგად გაამშრალოთ.
ზოგიერთი დიასახლისი უპირატესობას წმენდის მშრალ მეთოდს ანიჭებს, რაც გულისხმობს მტვერსასრუტის გამოყენებას. თუ თქვენც ამ დიასახლისთა რიცხვს მიეკუთვნებით, მტვერსასრუტს რბილი ჯაგრისი გაუკეთეთ.


კიდევ ერთი რამ უნდა დაიმახსოვროთ - ავეჯი უნდა გაწმინდოთ ნახატის, ზოლების მიმართულებით, ასე თქვენ მტვერს ხის ფორებიდანაც ამოიღებთ.
დაიმახსოვრეთ, ხის ავეჯის წმენდის დროს არასდროს გამოიყენოთ საპნიანი წყალი, ორთქლი, უხეში საწმენდი ღრუბელი, კარგად აკონტროლეთ, რომ ხე არ დაგრჩეთ ნესტიანი, კარგად გაამშრალეთ, რომ სინესტემ არ შეაღწიოს ხეში ღრმად. სინესტე ხეს ძალიან აზიანებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები