გოზინაყი – ის ნუგბარია, რომელიც საახალწლოდ აბსოლუტურად ყველა ოჯახში კეთდება. ალბათ ყველა დიასახლისს თავისი, საკუთარი წესები აქვს მისი გაკეთებისას.
მაგრამ შეცდომაც ხშირად მოგვდის. ვეცადეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები "შეგვეკრიბა", რათა ყველამ გაითვალისწინოს.
აი, 7 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც არაფრით არ უნდა დაუშვათ:
1. თაფლი აჯობებს შეარჩიოთ აკაციის (მაისის) იყოს და არა მაგალითად, წაბლის. ის თავისებურ გემოს მისცემს გოზინაყს და ნიგვზის არომატსაც დაუკარგავს.
2. თუ გინდათ, რომ ნიგოზმა არ დაკარგოს არომატი, გაფცქვნის მიზნით არ დაასხათ მდუღარე წყალი (ბევრი ამ მეთოდს მიმართავს, რათა
3. თუკი გოზინაყის კეთებისას ნიგვზის მოხალვას აპირებთ, აჯობებს, მთლიანი ლებნები მოხალოთ და მერე დაჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭრილი ნიგოზი შეიძლება ადვილად დაგეწვათ.
4. ნუ უგულებელყოფთ შაქრის დამატებას გოზინაყის გაკეთებისას. შულ რამდენიმე კოვზი შაქარიც კი გოზინახს შეკრავს და თაფლი და ნიგოზი ცალ-ცალკე აღარ წავა.