ეს მარტივი ბუნებრივი საშუალებები საყოფაცხოვრებო ქიმიას შეგიცვლით

საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების უმრავლესობა, რომელიც დღეს დახლებზეა გამოტანილი, საკმაოდ საზიანოა ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ისინი კარგად ასუფთავებენ სხვადასხვა ნივთს თუ ოთახს, მაგრამ ყველა დიასახლისს სურს, ამგვარ საშუალებებში რაც შეიძლება ნაკლები იყოს მავნე ნივთიერებები. განსაკუთრებით, თუ სახლში პატარა ბავშვია, რომელსაც უყვარს ყველაფრის გასინჯვა. გთავაზობთ საუკეთესო საშუალებებს, რომლებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ ძვირად ღირებული და მავნე საყოფაცხოვრებო ქიმია.

ძმარი
მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ზედაპირიდან ნადების მოსაცილებლად. ძმრის დამატება შეიძლება ასევე წყალში ფანჯრების წმენდის, რეცხვის დროს.

საჭმელი სოდა
შესანიშნავად წმენდს და აპრიალებს ზედაპირებს. პრაქტიკულად ნებისმიერი

ზედაპირის გაწმენდა შეიძლება სოდით.

ციტრუსების კანი (ლიმონი, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი)
მათი დახმარებით მარტივად გაათეთრებთ და მოაშორებთ უსიამოვნო სუნს სამზარეულოს ჭურჭელს, ნიჟარას, სამზარეულოს ფიცრებს. ციტრუსების კანის გამოყენება შეიძლება ჰაერის გასაწმენდადაც.

ფუტკრის ცვილი
ეს იდეალური საშუალებაა ავეჯის და იატაკების გასაპრიალებლად.

წყალბადის ზეჟანგი
გამოიყენება დეზინფექციისთვის, სამოსზე ლაქების მოსაშორებლად, ასევე ობის მოსაცილებლად.

სარეცხის საპონი (72%-იანი)
ძველიდან ცნობილია მისი ბევრი სასარგებლო თვისება, ასევე კარგია ძალიან დაბინძურებული სარეცხის გასარეცხად, ბაქტერიების მოსაკლავად.

პემზის ქვა
ის იოლად აცლის ჟანგიან ნადებს. შეიძლება მისი გახეხვა და სკრაბივით გამოყენება. დანაყილი პემზის დამატება შეიძლება ასევე თვითნაკეთ საპონში. ასევე კარგად წმენდს ის აკვირწლულ ქსოვილს.

ეთერზეთები
ევკალიპტის, ლავანდის, ფიჭვის, ჩაის ხის ეთერზეთები კარგია უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად და ოთახის დეზინფექციისთვის.

მარილი
მარილს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და სოდასავით შეუძლია გახეხვა. შეიძლება მისი გამოყენება დეზინფექციისთვის და ზედაპირების გასასუფთავებლად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები