სუფთა იატაკი რომ გქონდეთ – გამოცდილი დიასახლისების ხრიკები

თუ იატაკზე რეზინის ფეხსაცმლის შავი ზოლები დარჩა, მათი მოცილება შეიძლება ჩვეულებრივი ჩოგბურთის ბურთით, რომლითაც იატაკს გაწმენდთ. ასევე შეიძლება ის გაწმინდოთ საჭმელი სოდისა და სველი ტილოს დახმარებით (გაწმენდთ, შემდეგ წყლით გაასუფთავებთ და მშრალი ჩვრით მოწმენდთ).


საღეჭი რეზინის, საღებავის, საძერწის და სხვა წებოვანი ლაქების იატაკიდან მოცილება შეიძლება მისი გაყინვით. აიღეთ ყინულის პაკეტი, დაადეთ ლაქას, შემდეგ კი მოაცილეთ (მოაფხიკეთ) პლასტიკის ბარათით ან ჯაგრისით.


მეტლახის იატაკის გაწმენდა ადვილია ძმრით – 2 სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე. მოასხით პულივიზატორით იატაკზე, დატოვეთ რამდენიმე წუთით, გაანაწილეთ ჯაგრისით,

მერე კი მორეცხეთ და გაამშრალეთ.


მეტლახზე შერჩენილი საღებავის მოცილება შეიძლება ლიმონის მჟავის კრისტალებით და სველი ღრუბლით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები