სახლში იდეალური წესრიგის დამყარება საყოფაცხოვრებო ქიმიის გარეშე, შინაურული საშუალებებითაც შეიძლება. ვეცდებით, ამაში დაგარწმუნოთ.
1. ღუმელის გაწმენდა ძალიან გაგიადვილდებათ, თუ ნიშადურის სპირტს გამოიყენებთ. საჭიროა, გახურებულ ღუმელში ცეცხლგამძლე თასებით შედგათ წყალი და ნიშადურის სპირტი (თითო-თითო ჭიქა). ამ პროცედურის შემდეგ ნებისმიერი ჭუჭყი ადვილად მოსცილდება.
2. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გასარეცხად ერთი ჭიქა ძმარი მოათავსეთ აპარატში და მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა მიუთითეთ.
3. შხაპის ყურმილი იპრიალებს და წყალსაც კარგად გაატარებს, თუ ღამით ძმრით სავსე პოლიეთილენგამტვერიანდება ის პარკში შეფუთავთ.
4. მიმწვარი ტაფა კარგად გაირეცხება, თუ ძმარს ჩაასხამთ
5. ბლენდერის გასარეცხად საჭიროა, რომ გაავსოთ წყლით, რომელშიც სარეცხი საშუალება იქნება დამატებული და ჩართოთ. ერთ წუთში ბლენდერი თავად გაირეცხება.
6. თუ ერთ ჭიქა ძმარში 4 აბ ალკაზელცერს (მედიკამენტი, იყიდება აფთიაქებში) გახსნით, მიიღებთ გაჭედილი მილის საწმენდ საშუალებას.
7. ვერცხლის ნაკეთობები კარგად იწმინდება მარილითა და სოდით გაჯერებული თბილი წყლით.
8. ცხიმიან ლაქებს ცარცი წაუსვით, გააჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ სველი ტილოთი გაწმინდეთ.
9. პლინტუსები და მტვრიანი კუთხეები ანტისეპტიკური ნივთიერებებით დამუშავებული სველი ხელსახოცებით გაწმინდეთ. ასე უფრო ნაკლებად გამტვერიანდება.
10. სამზარეულოს ღრუბელზე მიკრობები განადგურდება თუ ცოტა ხნით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსებთ.
11. შინაური ცხოველების ბეწვისგან ხალიჩებს ყველაზე კარგად რეზინისბოლოიანი ნიჩაბი გაწმენდს.
12. ლეიბის გასასუფთავებლად სანამში არაყი ან სპირტი ჩაასხით და ზედაპირზე მოასხურეთ. ლეიბს ახლის იერი მიეცემა.
13. ყავის საფქავი რომ კარგად გაიწმინდოს, მასში ბრინჯი დაფქვით.
14. სველი ფეხსაცმელები უფრო მალე გაშრება, თუ მასში გაზეთების გარდა ბრინჯის თითო პატარა ტომარას მოათავსებთ.
15. ხალიჩიდან ლაქა რომ ამოიყვანოთ, დაასველეთ ძმრით და სუფთა ტილო გადააფარეთ. შემდეგ რამდენიმე წუთით ცხელი უთო დაადეთ.
16. წვრილი შუშის ნამსხვრევებს იატაკიდან პურის გულით აკრეფთ.
17. ტყავის ავეჯის მოვლის საუკეთესო საშუალება ფეხსაცმლის საცხია. მთავარია, ფერი სწორად შეარჩიოთ.
18. სავენტილაციო გისოსები ყველაზე კარგად ძმრიანი ტილოთი იწმინდება.
19. კერამიკის ზედაპირს ყველაზე კარგად ლიმონი და გრეიპფრუტი წმენდს. გაჭრილ ლიმონს ცოტა მარილი მოაყარეთ და აბაზანის ან ხელსაბანის ნიჟარები ისე გაწმინდეთ. ამ პროცედურისთვის გამოწურული ლიმონიც გამოდგება.
20. გრილს სველი ქაღალდის ხელსახოცი დააფინეთ და მთელ ჭუჭყს შეიწოვს.